1761220361
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7105 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1407 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7170 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7080 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1540 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7090 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7050 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1550 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1400 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7180 ლარად, გაყიდვა კი - 2.7070 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1550 ლარად, გაყიდვას კი - 3.1340 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7150 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1150 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
1761378600
მუზეუმების 8 ყველაზე ძვირადღირებული და გახმაურებული ძარცვარამდენიმე დღის წინ, პარიზის ლუვრი გაქურდეს. სამმა ადამიანმა რვა ძვირფასი ნივთის მოპარვას 7 წუთი მოანდომა. ზარალის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნივთები „შეუფასებელია“. მოპარულ ნივთებს შორისაა: იმპერატრიცა ეუხენიას დიადემა, დეკორატიული ბაფთა და ბროში, ნაპოლეონის ზურმუხტისფერი საქორწინო საჩუქრების ნაკრების ნაწილები, ასევე საფირონის დიადემა, ყელსაბამი და საყურე.ქურდობა ლუვრში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულია, თუმცა ისტორიას ახსოვს მრავალი მსგავსი ფაქტიც, რომელთა ნაწილიც არც ისე შორეულ წარსულში მომხდარა.გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: ბრილიანტების ქურდობა „მწვანე საცავიდან“ 2019 წელს, დრეზდენის სასახლის „მწვანე საცავიდან“ დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების ხელოვნების ნიმუშები და სამკაულები მოიპარეს. სხვა ნივთებთან ერთად, ქურდებმა ბრილიანტების კომპლექტები წაიღეს. სამკაულების უმეტესობა 2022 წელს იპოვეს, თუმცა ნაწილი უკვალოდ დაიკარგა. დამნაშავეები 2023 წელს გაასამართლეს. ბროში დოჟების სასახლიდან დოჟების სასახლის მუზეუმის დაცვამ ვერ შეძლო რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების საყურეებისა და ბროშის ქურდობის თავიდან აცილება. ქურდებმა სიგნალიზაციის დროებით გამორთვა და ქურდობის ჩადენა სულ რაღაც 60 წამში მოახერხეს. დანაშაული გამოიძიეს, თუმცა ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ვერ იპოვეს. „ინდოეთის ვარსკვლავი“ მე-17 საუკუნეში ცეილონში აღმოჩენილი 563.35-კარატიანი საფირონი „ინდოეთის ვარსკვლავი“ ამჟამად ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება. თუმცა, 1964 წელს, ფასდაუდებელი ქვა და სხვა ექსპონატები საგამოფენო დარბაზიდან მოიპარეს. ქურდები შენობაში ღია ფანჯრიდან სახანძრო კიბეებით შევიდნენ. მათ ვიტრინები შუშის საჭრელით გახსნეს და ქვები ჩანთაში ჩაყარეს. ქურდები ორი დღის შემდეგ დააკავეს, მოპარული სამკაულების უმეტესი ნაწილი კი მაიამის ავტობუსების ტერმინალის კარადებში იპოვეს. ჰერცოგინია ჰილდას დიადემა 2017 წელს, გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ეროვნული მუზეუმიდან 367 ბრილიანტით მორთული და 1.31 მილიონ დოლარად შეფასებული დიადემა მოიპარეს. ის მუზეუმის სატახტო ოთახში ჩაკეტილი ვიტრინიდან გაქრა. ნივთი, რომელიც ბადენის უკანასკნელ დიდ ჰერცოგინიას, პრინცესა ჰილდა ფონ ბადენს ეკუთვნოდა, მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. დიადემა არასოდეს უპოვიათ. ათასწლეულების სამკაულები eBay-ზე 2023 წელს ბრიტანეთის მუზეუმმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების დარღვევის გამო საწყობიდან ფასდაუდებელი არტეფაქტები მოიპარეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ძვ. წ. XV საუკუნიდან ახ. წ. XIX საუკუნემდე მინისა და ძვირფასი ქვების ოქროს სამკაულები.მედიის ცნობით, ქურდი იყო პიტერ ჯონ ჰიგსი, ბრიტანეთის მუზეუმის 30-წლიანი ვეტერანი, რომელიც სიძველეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოპარული ნივთების ნაწილი შემდგომში eBay-ზე ძალიან დაბალ ფასებში განთავსდა. მაგალითად, მოჩუქურთმებული ორნამენტის ფრაგმენტი 40 ფუნტ სტერლინგად (50 დოლარი) გაიყიდა, თუმცა მისი რეალური ღირებულება 50 000 ფუნტ სტერლინგამდე (65 000 დოლარი) მერყეობდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება მილიონობით ფუნტს შეადგენს, რომელთაგან ზოგიერთი არასდროს უპოვიათ. ფარაონის სამაჯური\ მიმდინარე წლის სექტემბერში, კაიროში, ეგვიპტის ეროვნული მუზეუმის რესტავრაციის განყოფილებიდან გაუჩინარდა ოქროს სამაჯური, რომელიც ფარაონ ამენემოპეტს ეკუთვნოდა. ნივთი დაახლოებით 3000 წლისაა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქურდობაში კულტურული დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა, რომელმაც ნივთი 9 სექტემბერს მოიპარა. მან 600-გრამიანი სამაჯური საიუველირო მაღაზიის მფლობელს 180 000 ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა, ამ უკანასკნელმა კი ნივთი გადაადნო. ბრინჯაოს ხანის სამკაულები უელსიდან ქურდობის ერთ-ერთი უახლესი ფაქტი ოქტომბრის დასაწყისში უელსის შტატის ქალაქ კარდიფში, წმინდა ფაგანსის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში მოხდა. ორმა ქურდმა ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ოქროს ნივთები მოიპარა. ქურდები დააკავეს. ვიკინგების ეპოქის 400 ნივთი 2017 წელს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში, უნივერსიტეტის მუზეუმიდან ვიკინგების ეპოქის 400 არტეფაქტი გაქრა. მუზეუმის დირექტორმა ინციდენტს „მისი 200-წლიანი ისტორიის ყველაზე საშინელი მოვლენა“ უწოდა. მოპარული ნივთების უმეტესობა პატარა ლითონის ნივთები და სამკაულები იყო. ქურდები მუზეუმის მეშვიდე სართულზე მდებარე შენობაში ფასადზე არსებული ხარაჩოების გამოყენებით შევიდნენ. დანაშაული დღემდე გაუხსნელია.
1761374880
როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად: 4 მთავარი რჩევაქართველი ტურისტების უმრავლესობისთვის ახალი ადგილების მონახულების სურვილი ხშირად ფინანსურ დაბრკოლებებს უკავშირდება. სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ოცნებისკენ გვიბიძგებს, თუმცა ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ უცხოეთში მოგზაურობა აუცილებლად დიდ დანახარჯს ნიშნავს, ამ სურვილს ხშირად განუხორციელებელს ტოვებს.რეალურად, მოგზაურობა გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი ხდება, როდესაც მას სტრატეგიულად ვუდგებით. ამ პროცესში მთავარია ფრენების ნახვა ონლაინდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენება. წინამდებარე სტატია გაგაცნობთ პრაქტიკულ გზებს, რომლებიც იაფი ავიაბილეთების მოძიებაში დაგეხმარებათ და თქვენს სამოგზაურო გეგმებს რეალობად აქცევს.რჩევა #1: გამოიჩინეთ მოქნილობა დანიშნულების ადგილის არჩევისასბიუჯეტური მოგზაურობის ფუნდამენტური პრინციპი ხედვის შეცვლაა. იმის მაგივრად, რომ ბილეთი ეძებოთ კონკრეტულ, წინასწარ შერჩეულ ქალაქში (ვთქვათ, ბარსელონაში), გაცილებით უკეთესია გაარკვიოთ, თუ სად შეგიძლიათ გაფრენა ყველაზე დაბალ ფასად. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ჩაფიქრებული მიმართულებები იმ მომენტში არსებულ საუკეთესო შეთავაზებებს არ ემთხვევა.გამოიყენეთ შებრუნებული მიდგომა: დაადგინეთ თქვენი ბიუჯეტის ზღვარი და ნახეთ, რომელი მიმართულებები ჯდება ამ ფინანსურ ჩარჩოში. შესაძლოა, ბარსელონაში გამგზავრება გსურდათ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ საოცრად იაფად შეგიძლიათ ესტუმროთ კრაკოვს, ვილნიუსს ან ათენს, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ფინანსებს დაგიზოგავთ, არამედ მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩენების შესაძლებლობას მოგცემთ.რჩევა #2: იყავით მოქნილები თარიღებთან მიმართებაშიავიაბილეთების ფასი მუდმივად ცვალებადია. გამგზავრების თარიღის თუნდაც ერთი ან ორი დღით გადაწევას შეუძლია ღირებულება მნიშვნელოვნად დააკლოს. როგორც წესი, ფრენა სამუშაო დღეებში (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი) უფრო იაფია, ვიდრე დასვენების დღეებში (პარასკევი, შაბათი, კვირა) ან სადღესასწაულო პერიოდებში.თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თარიღებში არ იყოთ შეზღუდული, გამოიყენეთ ფასების კალენდარი. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ერთიანად ნახოთ მთელი თვის ფასები და ადვილად შეარჩიოთ ყველაზე ხელმისაწვდომი პერიოდი. დამატებით, გახსოვდეთ, რომ ხანდახან არაკომფორტული დროის რეისები (მაგალითად, გვიან ღამით ან განთიადისას) ასევე უფრო იაფი ჯდება.რჩევა #3: ყურადღება გაამახვილეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზესაქართველოდან, მით უმეტეს ქუთაისის აეროპორტიდან, რეისებს ასრულებს რამდენიმე დაბალტარიფიანი (Low-Cost) ავიაკომპანია (Wizz Air, Ryanair, Pegasus და ა.შ.). ისინი ეკონომიური მოგზაურობის მთავარი დამხმარეები არიან. როდესაც საკითხი ეხება ხელმისაწვდომ ფრენები-ს, სწორედ ეს კომპანიები გვთავაზობენ საუკეთესო შეთავაზებებს.მათი ბიზნეს მოდელი მარტივია: თქვენ იხდით მხოლოდ გადაფრენის საფასურს, ხოლო ყველა დამატებითი სერვისი, როგორიც არის რეგისტრირებული ბარგი ან ადგილის მითითება, ფასიანია. შესაბამისად, როდესაც ქუთაისიდან ფრენების ნახვა ონლაინ პროცედურას გადიხართ, უპირველესად სწორედ მათი შეთავაზებები უნდა განიხილოთ.რჩევა #4: იმგზავრეთ მსუბუქადეს რეკომენდაცია პირდაპირ კავშირშია წინასთან. დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები ჩასაბარებელ ბარგზე საკმაოდ მაღალ ფასს აწესებენ. თანხის დაზოგვის საუკეთესო გზაა, მიეჩვიოთ მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მგზავრობას, რომლის პარამეტრებიც ავიაკომპანიის უფასო ხელბარგის ნორმას შეესაბამება. დასაწყისში ეს შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა სწორად ჩალაგების შემთხვევაში, მცირე ჩანთაშიც თავისუფლად ეტევა რამდენიმე დღის სამყოფი ნივთები. ეს არა მხოლოდ ფინანსებს დაგიზოგავთ, არამედ მგზავრობასაც გაგიმარტივებთ – ზედმეტი ბარგის ტარება აღარ მოგიწევთ.როგორ გავხადოთ ეს პროცესი მარტივი?ყველა ამ რეკომენდაციის ხელით შესრულება და სხვადასხვა საიტზე ფასების მუდმივი შედარება საკმაოდ დამღლელი და დროში გაწელილი პროცესია. საბედნიეროდ, არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც ამ ყველაფერს თქვენს მაგივრად, რამდენიმე წამში აკეთებს.ქართული პლატფორმა Frenebi ზუსტად ეკონომიური მოგზაურების მოთხოვნებზეა მორგებული და ყველა ზემოხსენებულ პრინციპს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.პლატფორმის ძირითადი ღირსება "ნებისმიერი მიმართულების" ფუნქციაა: თქვენ ირჩევთ გამგზავრების ქალაქს (მაგალითად, ქუთაისს), თქვენს ბიუჯეტს და პლატფორმა წამიერად გამოგიტანთ ყველა შესაძლო მიმართულებას, რომელიც თქვენს ფინანსურ ჩარჩოში ჯდება (რჩევა #1). ამავდროულად, თუ კონკრეტული დანიშნულების ადგილი გაინტერესებთ, ფასების კალენდარი გაძლევთ შესაძლებლობას, ნახოთ ფასები თვეების ჭრილში და იოლად იპოვოთ ყველაზე იაფი დღეები (რჩევა #2). სისტემა ფოკუსირებულია სწორედ იმ დაბალტარიფიან ავიაკომპანიებზე, რომლებიც ქართველ მომხმარებლებს ყველაზე ხელსაყრელ ფასებს სთავაზობენ (რჩევა #3).მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 200-250 ლარი. იმის მაგივრად, რომ ხელით დაიწყოთ ბილეთების ძებნა, თქვენ უბრალოდ შეგყავთ ეს მონაცემები პლატფორმაზე. შედეგად იღებთ ჩამონათვალს: შესაძლოა, ეს იყოს რომი, ვენა ან პრაღა... ყველა მათგანი თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება. როდესაც აღმოაჩენთ, რომ ორმხრივი ბილეთის ფასი სულ რაღაც 180 ლარია, გამგზავრების იდეა ოცნებიდან რეალობად იქცევა.ბიუჯეტური მგზავრობა სავსებით რეალურია. უმთავრესია, შეცვალოთ ძებნის მიდგომა და გამოიყენოთ სწორი ინსტრუმენტები. იყავით მოქნილები და მიეცით უფლება თქვენს ბიუჯეტს, თვითონ შემოგთავაზოთ შემდეგი თავგადასავალი. პლატფორმები, როგორიცაა Frenebi.com, ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და ამტკიცებს, რომ სამყაროს სანახავად სულაც არ არის საჭირო ათასობით ლარის დახარჯვა.
1761195114
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ოქტომბერს საქართველოში23 ოქტომბერს, ქუთაისში მცირე წვიმა და მზეა ნავარაუდევი, დღისით +24 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.ასევე მცირე წვიმას ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში უნალექო დღე იქნება, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე ნალექი და მზე არის მოსალოდნელი ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიანი დღეა სოხუმშიც. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე წვიმა იქნება და მზეც გამოანათებს. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ, იქნება მცირე ქარიც. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.ბორჯომში წვიმიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნაქექი და მზეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.ასეთივე ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მცირე წვიმა და მზე იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
1761124332
პუტინის წინააღმდეგ სპეციალურ ტრიბუნალს ევროკავშირის 26 ქვეყანა შეუერთდაუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულებზე შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალში მონაწილეობა ევროკავშირის 27-იდან 26-მა ქვეყანამ დაივალდებულა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ კაია კალასმა განაცხადა, რასაც Deutsche Welle ავრცელებს.„ეს ტრიბუნალის მუშაობის დაწყებასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს... ეს ომი პუტინის რეჟიმმა დაიწყო და შედეგებზეც პასუხი უნდა აგოს,“ - ხაზგასმით ამბობს კალასი.მისი თქმით, ბრიუსელი ამჟამად ხარჯის შეფასებას, მათ შორის, ნიდერლანდებისგან ელოდება, რის შემდეგაც პროექტზე მუშაობა გაგრძელდება. დაახლოებით, ერთი კვირის წინ ევროკავშირმა სპეციალური ტრიბუნალისთვის 10 მლნ ევრო გამოყო.კალასი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყანა ამბობს უარს ინიციატივაში მონაწილეობაზე, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, ეს უნგრეთი და სლოვაკეთია. მოსკოვი ამთავითვე აცხადებს, რომ სპეციალური ტრიბუნალის ლეგიტიმურობას არ ცნობს და მის გადაწყვეტილებას ბათილად ჩათვლის, ხოლო ამ ორგანოს მუშაობაში ნებისმიერი სახელმწიფოს მონაწილეობას „მტრულ დემარშად“ შეაფასებს.სპეციალური ტრიბუნალი ოფიციალურ გამოძიებას ჩაატარებს, შეაგროვებს მტკიცებულებებს და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში შეჭრაზე არიან პასუხისმგებელი, ბრალდებებს მოამზადებს. Deutsche Welle-ს წყარომ განუცხადა, რომ ტრიბუნალს განზრახული აქვს, ბრალი, მინიმუმ, 20 ადამიანს წაუყენოს, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.ტრიბუნალი პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გასამართლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ისინი თანამდებობებს დატოვებენ და იმუნიტეტს დაკარგავენ. სასამართლო პროცესი შესაძლოა, დაუსწრებლად ჩატარდეს.ცნობისთვის: სპეციალური ტრიბუნალი, რომელმაც პუტინს მის მიერ დაწყებული ომისთვის პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, 25 ივნისს შეიქმნა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ და ევროსაბჭომ, რომელიც რეგიონში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მთავარი ორგანოა. ინსტრუმენტი ნიურნბერგის ტრიბუნალის მოდელს ეფუძნება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტი დამნაშავეები გაასამართლა.bpn.ge
1761026523
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში21 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +20 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან დღეს ელოდებიან სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით +10 გრადუსია იქნება, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.



