რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ლარის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 20 ივნისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1435 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7230 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7200 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1330 ლარად, გაყიდვა კი 3.1230 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7260 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7220 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1440 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1320 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7250 ლარად, გაყიდვა კი - 2.7220 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1400 ლარად, გაყიდვას კი - 3.1250 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7000 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1400 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.