დედაქალაქში ყველაზე ხშირად ავარიები წყალმომარაგების სექტორში ხდება - დავით ნარმანია

დავით ნარმანია

„დედაქალაქში ყველაზე ხშირად ავარიები წყალმომარაგების სექტორში ხდება, ხოლო რეგიონებში ელ.ენერგიის გამანაწილებელ ქსელში“, - ამის შესახებ „სემეკის” თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია  Aqualia-მ, რომელმაც GWP მნიშვნელოვანი წილი იყიდა, აქტიური ინვესტირება დაიწყო. გარდა ამისა, „სემეკმა“ გასულ წელს „ენერგო-პროს“ საინვესტიციო პაკეტი გაუზარდა, რაც ქმნის მოლოდინს, რომ მომავალში ავარიების რიცხვი შემცირდება.

„მომხმარებელთა ცნობიერების დონე იზრდება.იმ შემთხვევაში თუ ხდება მათი უფლებების დარღვევა მომხმარებლებმა იციან, რომ უნდა მომართონ სემეკს. ჩვენ საშუალოდ 1500-2000 განცხადებას განვიხილავთ წლის განმავლობაში, სადაც მომხმარებლები უჩივიან ან არასწორ დარიცხვას, ან მომსახურების მიწოდების ხშირ წყვეტებს. ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან. რა თქმა უნდა გამოვითხოვთ ინფორმაციას კომუნალური კომპანიებიდან და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

გასულ წელს არასწორად ან ზედმეტად დარიცხული გადასახადების სახით დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დავუბრუნეთ სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს”, - განაცხადა ნარმანიამ.