1714460305
გიორგი ფანგანი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან (AFD). მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
სემეკის წევრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. გარდა ამისა, გიორგი ფანგანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია მწვანე ენერგიის განვითარებაში სემეკის როლის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული და სამომავლო მოდელების რეგულაციების შესახებ.
სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის სექტორში რეგულირებასთან დაკავშირებული რეფორმების სწრაფი და შეუფერხებელი განხორციელებისთვის, სააგენტოს მიერ კომისიის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.
1715072471
ქირა იაფდება - თბილისის რომელ უბანში ღირს ქირა ყველაზე ძვირი და იაფი?2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაცია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია მოცემული.კვლევის თანახმად, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს.ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირა გაიაფდა, ხოლო 2022 წლის მარტთან შედარებით გაძვირდა. შედარებისთვის, 2023 წლის მარტში საშუალო ზომის ბინის ქირა კვადრატულზე 12.1 დოლარი, 2022 წლის მარტში კი 6 აშშ დოლარი იყო. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის მარტში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბინების ქირის საშუალო ფასი ასეთი იყო:🔵 ვაკე - 16.2 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 მთაწმინდა - 14.4 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 საბურთალო - 11.6 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 ჩუღურეთი - 10.8 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 კრწანისი - 10.1 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 ისანი - 9.9 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი ;🔵 დიდუბე - 9.5 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 ნაძალადევი - 8.9 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 სამგორი - 8.1 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 ვაშლიჯვარი - 8.1 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 გლდანი - 8 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი;🔵 დიდი დიღომი - 8 აშშ დოლარი 1 კვ.მეტრი.
1715070918
პრეზიდენტმა, შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზე „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს შეხვდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და მიმდინარე მოვლენებს.„საუბარი იყო ასევე საქართველოს ევროპული მომავალსა და ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპზე“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
1715069217
ვგმობთ 5 მაისს ჩვენი კოლეგა ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას - 500-ზე მეტი მასწავლებელი განცხადებას ავრცელებსმასწავლებლები სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან ლადო აფხაზავაზე ძალადობას გმობენ და განცხადებას ავრცელებენ. „მასწავლებლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ვგმობთ 5 მაისს ჩვენი კოლეგა ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას.მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა.მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ.კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორციელებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება.ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული.შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ძალადობის ფაქტი. ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას ლადო აფხაზავას და ყველა მასწავლებლის მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას",- ნათქვამია განცხადებაში.
1715069006
თბილისის მერია დედაქალაქის ტერიტორიაზე დროშების დაკიდება-მოხსნაში 240 000 ლარის დახარჯვას გეგმავსთბილისის მერია დედაქალაქის ტერიტორიაზე დროშების განთავსება-მოხსნაში 240 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება. მომსახურება 2024-2025 წლების თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 60 % წელს 40 % კი მომავალ წელს. როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შესყიდვის ობიექტია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშების (მათ შორის საქართველოს), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშების და დაბრენდილი დროშების განთავსება - მოხსნის და დასაწყობების მომსახურება.მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, ჰქონდეს საჭირო ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, არანაკლებ ორი ამწე კალათა. ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების რაოდენობის, თარიღის, მომსახურების გაწევის ვადებისა და ადგილმდებარეობის შესახებ.სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის დავალების შესაბამისად.დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მომსახურების მიმწოდებელს მოუწევს 15 000 დროშის განთავსება და მოხსნა. მათგან 9 000 ცალი 2024 წელს, 6000 ცალი 2025 წელს.
1715068528
მშენებლობა ისევ ძვირდება - რამ განაპირობა ფასების ზრდა?2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.9 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.რაც შეეხება წლიურ ჭრილს, „საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 35.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.4 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 1.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.2 პროცენტით.