1768550400
2025 წელს საქართველომ 2.2 მლრდ აშშ დოლარის საკვები პროდუქტები და სასმელები შეიძინა - მთავარი იმპორტიორი რუსეთია
საქართველოში საკვები პროდუქტებისა და სასმელების იმპორტი რეკორდულად მაჩვენებელზეა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წელს საქართველომ 2.2 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი განახორციელა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი 2009 წლიდან ქვეყნდება).
საქსტატის თანახმად, 2024 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, სურსათის იმპორტი 20.7%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წელს ქვეყანამ 1.8 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საკვები პროდუქცია და სასმელი შეიძინა.
ქვეყნების მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ყველაზე მეტი სასურსათო პროდუქტი რუსეთში იყიდა. რუსეთიდან იმპორტის მოცულობამ ჯამურად 508.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სურსათის იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი - 240.5 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე კი უკრაინაა, საიდანაც 137.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
გთავაზობთ TOP-10 ქვეყანას, საიდანაც 2025 წელს საქართველოში საკვები პროდუქტებისა და სასმელების იმპორტი განხორციელდა:
- რუსეთი - 508.6 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი - 240.5 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა - 137.6 მლნ აშშ დოლარი;
- ბრაზილია - 104.6 მლნ აშშ დოლარი;
- პოლონეთი - 90.4 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 82 მლნ აშშ დოლარი;
- გერმანია - 77.1 მლნ აშშ დოლარი;
- საფრანგეთი - 75 მლნ აშშ დოლარი;
- ნიდერლანდები - 66 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ - 62.8 მლნ აშშ დოლარი;



