215 ათასზე მეტი ვიზიტორი მხოლოდ ივნისში - როგორია დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობის უახლესი სტატისტიკა

მარტვილის კანიონი

2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 459 207 ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა 51% უცხო ქვეყნის მოქალაქე გახლდათ, ხოლო 49% - საქართველოსი.

გთავაზობთ 5 სივრცეს, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია:

  • პრომეთეს მღვიმე;
  • მარტვილის კანიონი;
  • სათაფლია;
  • წალკის კანიონი;
  • მტირალას ეროვნული პარკი.

შედარებისთვის, იანვარ-მაისის პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობა 243 777 იყო, ივნისში კი ეს რიცხვი 88%-ით გაიზარდა და 459 207 შეადგინა. შესაბამისად, მხოლოდ ივნისის თვეში ჩვენს დაცულ ტერიტორიებს 215 430 ვიზიტორი ეწვია.