5 ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი

ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ გუნდებში ახერხებენ გადასვლას, შესაბამისად, მათი შემოსავალი საკმაოდ სოლიდურია.

გთავაზობთ 5 ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელს Transfermarkt.com-ის ვერსიით:

ხვიჩა კვარაცხელია - 60 მლნ ევრო (კლუბი „ნაპოლი“)

„მა­რა­დო­ნას სტა­დი­ონ­ზე „ნათ­ლო­ბი­სას“, ნე­ა­პო­ლის ცის­ფერ ცაზე ვარ­სკვლა­ვი და­ი­ბა­და", - ასე შე­ა­ფა­სა ხვი­ჩა კვარაცხელიას სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩი მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე „ნა­პო­ლის“ ოფი­ცი­ა­ლურ­მა გვერდმა. ნეაპოლურმ კლუბ­მა სე­რია A-ს მე­ო­რე ტურ­ში, შინ "მონ­ცა" 4:0 გა­ა­ნად­გუ­რა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა 9 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მამ ფეხ­ბურთზე მი­იყ­ვა­ნა. მისი კერპები ფეხ­ბურ­თის ორი გი­გან­ტი - რო­ნალ­დუ და რო­ნალ­დო იყ­ვნენ...

სპორ­ტსმე­ნის მამა, ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ის ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ გუნ­დებ­ში თამაშობდა. ხვი­ჩამ კა­რი­ე­რა თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­დან” და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც ჯერ “რუს­თავ­ში”, შემ­დეგ კი რუ­სეთ­ში მოხვდა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა 9 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მამ ფეხ­ბურთზე მი­იყ­ვა­ნა. მისი კერ­პე­ბი ფეხ­ბურ­თის ორი გი­გან­ტი - რო­ნალ­დუ და რო­ნალ­დო იყ­ვნენ...

სპორ­ტსმე­ნის მამა, ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ის ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ გუნ­დებ­ში თა­მა­შობ­და. ხვი­ჩამ კა­რი­ე­რა თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­დან” და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც ჯერ “რუს­თავ­ში”, შემ­დეგ კი რუ­სეთ­ში მოხ­ვდა. 

„თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემს მშობ­ლებს ჩემს სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. ვარ­ჯიშ­ზე ყო­ველ­თვის დე­და­ჩემს დავ­ყავ­დი. მა­შინ მამა მწვრთნე­ლი იყო და დრო არ ჰქონ­და... სულ დე­დას­თან ერ­თად დავდიოდი, თოვლსა და წვი­მა­ში, სულ დამ­ყვე­ბო­და და ჩემ გვერ­დით იყო, ზო­გა­დად, დე­დამ ჩემს კა­რი­ე­რა­ში დიდი როლი ითა­მა­შა. რა თქმა უნდა, მა­მა­მაც, ფეხ­ბურ­თე­ლი და მწვრთნე­ლი იყო, თით­ქმის ყვე­ლა თა­მა­შის შემდეგ ფეხბურთთან და­კავ­ში­რე­ბით ვსა­უბ­რობ­დით, მიხ­სნი­და და მას­წავ­ლი­და რა­ღა­ცებს, მაგ­რამ არ­ცერ­თხელ მას ჩემ­თვის ვარ­ჯი­ში არ და­უ­ძა­ლე­ბია,“ - ამ­ბობს ხვი­ჩა ერთ-ერთ ინ­ტერი­ვუ­ში.

სა­ბავ­შვო ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი­სას ხვი­ჩას საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჯგუ­ფე­ლებ­თან ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში იყო. ბურთს საწოლიდანაც არ იშო­რებ­და, მაგ­რამ კარ­გად სწავ­ლობ­და სკო­ლა­ში. დრო­უ­ლად ას­რუ­ლებ­და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას, მოს­წონ­და მა­თე­მა­ტი­კა. სწავ­ლა­ში დედა ეხ­მა­რე­ბო­და, მა­მას კი ერთხე­ლაც არ გა­უ­გია, რომ ხვი­ჩას სკო­ლა­ში პრობლემები ჰქონ­და.

ზა­ფხუ­ლო­ბით კვა­რა­ცხე­ლი­ე­ბის ოჯა­ხი ერთი თვით სა­მეგ­რე­ლო­ში, კერ­ძოდ, წა­ლენ­ჯი­ხა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, სა­დაც ხვი­ჩას მშობ­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ. 

ამბობს, რომ სამეგრელო ძალიან უყვარს:

„საერთოდ, საქართველოში ყოფნას არაფერი მირჩევნია და მსოფლიოს ვერც ერთი კურორტი ვერ შემიცვლის. სამეგრელო კი ჩემი კუთხეა და ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს საკუთარი კუთხე. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. იქ ყველაფერი მიყვარს, მათ შორის საჭმელები და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დასასვენებლად ამაზე უკეთეს ადგილს ვერ ნახავ. თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, სუფთა ჰაერი და მაგარი მდინარეები,“ -ჰყვება კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას კა­რი­ე­რა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. 2022 წლის 7 მარტს ფი­ფამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის გამო, რუ­სეთ­ში მყოფ ლე­გი­ო­ნე­რებს შე­ეძ­ლოთ ცალ­მხრი­ვად გა­ე­წყვი­ტათ კონტრაქტები 2022 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე. მათ მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა რუ­სე­თის გა­რეთ არ­სე­ბულ კლუ­ბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შე­ერ­თე­ბოდ­ნენ. 2022 წლის 24 მარტს ყა­ზა­ნის „რუ­ბინ­მა“ გა­ნა­ცხა­და, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან კონ­ტრაქ­ტი შე­წყდა, ამა­ვე დღეს ის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ბა­თუ­მის „დი­ნა­მოს“ შე­უ­ერ­თდა...

ამის შემ­დეგ კი კვა­რა­ცხე­ლი­ას ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბა ახდა და ფეხ­ბურ­თე­ლი იტა­ლი­უ­რი „ნა­პო­ლის“ რი­გებ­ში აღ­მოჩ­ნდა. 

„არას­დროს ვარ ჩემი თა­მა­შით კმა­ყო­ფი­ლი, რა­საც დღემ­დე მი­ვაღ­წიე, მი­მაჩ­ნია, რომ ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა... ფეხ­ბურ­თი ცხოვ­რე­ბას ჰგავს, თუ რა­მეს არ მის­ცემ, უკან არა­ფერს და­გიბ­რუ­ნებს. რაც დღემ­დე შევ­ძე­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი შრო­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და კი­დევ ფეხ­ბურ­თი­სად­მი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლის. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი მი­ჭირს, მით უფრო და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე,“ - ამ­ბობს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია.

გიორგი მამარდაშვილი - 25 მლნ ევრო (კლუბი „ვალენსია“)

2000 წელს დაბადებული გიგანტი (199 სმ) გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა. ლა ლიგის „ვალენსიაში“ გიორგი 28-ნომრიანი მაისურით გამოდის. 

პროფესიული კარიერა 2018 წელს „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც გამოუცდელ მეკარეს შანსი არ მისცემია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მიღებაში ხელი არ შეუშალეს და 2019 წელს „რუსთავში“ გადავიდა. პირველი სერიოზული გამოცდა სწორედ ქვემო ქართლში ჩააბარა – სეზონში 28 მატჩი ჩაატარა.

2020-2021 წლებში „ლოკომოტივში“ გამოჩნდა, 29 მატჩი ჩაატარა და ყველამ გაიგო, რომ საქართველოში ნიჭიერი ბიჭი იზრდებოდა. 2020 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ევროპის ლიგაზე კრაიოვას „უნივერსიტატეასთან“ და მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრის შემდეგ კი მის მონაცემებზე ევროპასა და რუსეთშიც ალაპარაკდნენ.

უეფა-მ ის 50 მოთამაშე საყურადღებო ტალანტს შორს დაასახელა. მაშინ გამოცემა „სოვეტსკი სპორტმა“ რუსულ კლუბებს ქართველი მეკარის აყვანა ურჩია.

„რუს ფანებს, შესაძლოა, მამარდაშვილი მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩით ახსოვდეთ, როცა რუსული კლუბი ევროთასებს სამარცხვინოდ დაემშვიდობა. „დინამოელები“ ბევრს ეცადნენ, რომ ახალგაზრდა მეკარისთვის გოლი გაეტანათ, მაგრამ ეს მხოლოდ 11-მეტრიანით (ისიც, 90-ე წუთზე) შეძლეს. მაშინ „დინამოს“ მცველმა სერგეი ორდეცმა განაცხადა, რომ „ასეთი თამაშის შემდეგ, ეს ბიჭი ნებისმიერ ევროპულ კლუბში გაიყიდება“. ეს არ იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარის დარაჯის ბოლო გაელვება ევროთასებზე, გრანადასთან მან 7 „სეივი“ მიითვალა, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საკმარისი, რომ კარი მშრალად შეენახა. რუსულმა კლუბებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ახალგაზრდა ტალანტს. მით უფრო, რომ მისი ფასი (ტრანსფერმარკტის მიხედვით) ჯერ მხოლოდ 500 ათასი ევროა“, – წერდა „სოვეტსკი სპორტი“.

საბედნიეროდ, რუსულმა კლუბებმა ეს რჩევა ყურად არ იღეს, ახალგაზრდა მენეჯერმა ლევან სეთურიძემ კი წარმოუდგენელი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა და 2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადაიყვანა.

იქ ყველაფერი საჩვენოდ აეწყო – ქართველი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში მიიწვიეს, რომელიც ესპანურ მეხუთე დივიზიონში თამაშობს, მაგრამ მისმა თამაშმა მენეჯმენტის ჩანაფიქრი შეცვალა, ქართველმა ძირითადში გადაინაცვლა და ლა ლიგის სასტარტო 6 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის სექტემბერში მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც შედგა.

„ლა ლიგა სანტანდერის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა აგვისტოში ლიგაში მეკარეთა გამორჩეული ეპიზოდები YouTube-არხზე გამოაქვეყნა და ყველაზე ეფექტიან მოგერიებად (სეივი) „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის ეპიზოდი ჩათვალა.

ხოსე ბორდალასი, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი:

- „მამარდაშვილი? ის სიურპრიზია. მშვენივრად თამაშობს“.

სანტიაგო კანისარესი, „ვალენსიას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე:

- „მამარდაშვილის მსგავსი ტრანსფერები რისკს არ შეიცავს და ამას არასოდეს გავაკრიტიკებ. ეს არის ფანტასტიკური მენეჯმენტი. კარგი გარიგებაა? მას მეც შევიძენდი“.

მაგრამ კანისარესის ვარაუდიც გამართლდა:

„მამარდაშვილთან დაკავშირებით მოთმინებაა გვჭირდება, რადგან ის ახალგაზრდაა და ვარჯიშზე და თამაშებზეც შეცდომებს დაუშვებს. მას შეუძლია ფიზიკურად და თეორიულად ძალიან კარგ დონეზე გაიზარდოს, მაგრამ მე მეშინია, რომ არ გადაიწვას“.

გამოუცდელმა მეკარემ ამხელა ზემოქმედებას ვერ გაუძლო, „რეალთან“ და „სევილიასთან“ შეცდა, სათადარიგოებში გადაინაცვლა, მაგრამ გუნდში და ესპანეთში მისი სჯერათ.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენიაში“ „დინამო თბილისმა“ 2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის შესაძლებლობით) გაუშვა. მესტალიელებმა მისი კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს გამოისყიდეს.

„ბოლო საათებში „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები გაააქტიურა – ფეხბურთელის აგენტებიც ვალენსიაში იმყოფებიან. „მესტალიელები“ შეუთანხმდნენ „დინამო თბილისს“, რომ იანვარში ტრანსფერის გამოსყიდვა 700,000 ათას ევროდ დაუჯდებათ. ახალი კონტრაქტის გაფორმება გიორგის დასაბევებლად არის საჭირო“, – ამტკიცებს „დარიო ასი“.

გიორგი მამარდაშვილი 21 წლის ბიჭისთვის ზედმეტად დიდ „ტალღებს“ უმკლავდებოდა და უმკლავდება, ასაკისთვის უჩვეულო სიხარული, ტკივილი და იმედგაცრუება გადაიტანა, მაგრამ მას აქვს პოტენციალი, უფრო გაძლიერდეს და საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეკარე გახდეს. 

საბა ლობჟანიძე - 4.3 მლნ ევრო (კლუბი „კარაგუმრუკი“)

მიწისძვრის გამო „ჰატაისპორის“ ქართველმა ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ აღნიშნული გუნდი დატოვა.

28 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით „კარაგუმრუკში“ ჩაირიცხა, რომლის მწვრთნელიც ანდრეა პირლო გახლავთ.

ლობჟანიძემ მედიასთან თავის გამოწვევებზე ისაუბრა:

„თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში აღმოვნჩდი. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს აქ დიდი ხანია ვთამაშობ. ბიჭებმა ძალიან თბილად მიმიღეს. ეს ძლიერი გუნდი, კარგი ფეხბურთელებით. თავდაუზოგავად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, ასეთ გულთბილი მიღება ადაპტაციის პერიოდს გააადვილებს. კარაგიუმრიუკთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს და მსურს, აქ თავი კარგად წარმოვაჩინო. მინდა გავაგრძელო საუკეთესო შედეგების ჩვენება და შემდეგ გამოჩნდება, თუ რა მოხდება. ამ დროისთვის კი მთლიანად კარაგუმრუკში ჩასატარებელ შეხვედრებზე ვარ კონცენტრირებული,“ - განაცხადა ლობჟანიძემ.

გიორგი მიქაუტაძე - 3 მლნ ევრო (კლუბი „მეცი“)

მიქაუტაძის ფანტასტიკური შედეგიანობა - ახალგაზრდა ფეხბურთელს მკვლელ თავდამსხმელს უწოდებენ:

ვინ არის საფრანგეთში დაბადებული გიორგი მიქაუტაძე? ამ კითხვით გიორგის და მის ოჯახს ხშირად მიმართავენ. 

„მე ვარ გიორგი მიქაუტაძე. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და.

6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ „გერლანდში“. 8 წლიდან ლიონის „ოლიმპიკის“ საფეხბურთო აკადემიაში ერთკვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს. მაგრამ ორ დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩარიცხული ვიყავი კლუბის აკადემიაში. 8-იდან 15 წლამდე ვიყავი „ლიონში“. შემდეგ გადავედი „ას პრიესტში“, სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი.

2017 წელს, როცა 17 წლის ვიყავი, ლიგა 1-ის კლუბ „მეცთან“ ხელი მოვაწერე 2-წლიან კონტრაქტს, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში შეიცვალა, ხოლო 2019 წლის ბოლოს გავაფორმე 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.

„მეცში“ კონტრაქტის შემდეგ 8 წუთი ვითამაშე „ნიცას“ წინააღმდეგ, ხოლო „რენთან“, "„მარსელთან“ და საფრანგეთის თასზე „დიჟონის“ წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი.

ლიგა 1-ში თამაშზე...

„საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში ძალიან დიდი გრძნობაა, იმიტომ, რომ ხვდები - ბავშვობის ოცნება გისრულდება. დიდი სიხარული იყო, პროფესიულ კონტრაქტზე ხელი რომ მოვაწერე. მეორე დღეს უკვე ლიგა 1-ში "მეცი"-"ნიცას" თამაშზე ჩემი დებიუტი შედგა“.

ბელგიაში გამოსვლაზე...

„ბელგიაში ერთწლიანი იჯარით ვთამაშობ. მაგრამ არის შესაძლებელი, რომ „მეცმა“ იჯარის დასრულებამდე უკან დამაბრუნოს. რაც შეეხება „მეცის“ ძირითადში თამაშს, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება“.

სანაკრებო საკითხი

„პროფესიული კონტრაქტის გაფორმებამდე, საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში ერთხელ ვიყავი გამოძახებული და იმედი მაქვს, კვლავ გამომიძახაბენ“.

საქართველოზე...

„საქართველოში რამდენჯერმე ვარ ჩამოსული. მყავს ძალიან ბევრი და საყვარელი ნათესავები. მაგრამ, ბოლო წლებია, ვეღარ ვახერხებ ჩამოსვლას. ამ ზაფხულს ჩემს ოჯახთან ერთად გამომგზავრება დავგეგმეთ, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაგვედო“.

საქართველოს ნაკრებზე...

„საქართველოს ნაკრებში თამაშზე, ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია. ეს არის ჩემი კარიერის დებიუტის ეტაპი და ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. თანაც, ჯერჯერობით, არავითარი შემოთავაზება არ მქონია. რა იქნება ხვალ, არავინ იცის. ასე რომ, მოვლენებს არ გავუსწრებ“.

გიორგი ჩაკვეტაძე - 2,5 მლნ ევრო (კლუბი „სლოვან ბრატისლავა“)

გიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და ნაკრების შეტევების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო, რის შემდეგაც გიორგი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად და მაყურებლების ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთთან მატჩში გიორგი გახდა ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი.

ამჟამად გიორგი ჩაკვეტაძე ტიტულების მოსაპოვებლად ბრძოლას ბრატისლავის სლოვანთან ერთად აგრძელებს, რომლის ღირსებას გენტიდან ერთწლიანი იჯარის წესით იცავს. საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომლის კარიერა ტრავმებმა ძალიან დააზარალა, სლოვაკურ გუნდში ცდილობს ძველი კონდიციების დაბრუნებას. იქ კი გიორგის გვერდით ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, მწვრთნელად კი ვლადიმირ ვაისი ჰყავს, რომლის ხელმძღვანელობითაც თავის დროზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავდა.

სლოვაკური სპორტული მედია გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „ტალანტი და უიღბლო“, რომელიც ქართველი გულშემატკივარს დააინტერესებს.

„როდესაც სლოვან ბრატისლავას ქართულ ლეგიონზეა საუბარი, აქ მხოლოდ კანკავა და კაშია არ იგულისხმება. გასული წლის აგვისტოში ვაისმა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძეც მოიყვანა. ნიჭიერი გამთამაშებელი, რომელსაც თავის დროზე ისეთ კლუბებს უკავშირებდნენ, როგორებიც ბარსელონა და ლივერპულია.

რომ არა სერიოზული ტრავმები, რომლებიც 23 წლის ამ ნახევარმცველმა გადაიტანა, ის დღეს ნამდვილად არ ითამაშებდა ბრატისლავაში. ის სლოვანში იჯარით, ბელგიური გენტიდან მოვიდა.

„როდესაც ჩაკვეტაძე 18-19 წლის იყო, პრაქტიკულად მარტომ მოიგო ერთა ლიგის D დივიზიონი და საქართველოს მეგავარსკვლავი გახდა. მასზე თვალი ეჭირათ: ჩელსის, ბარსელონას, რომას და დორტმუნდს. ის ნამდვილად ითამაშებდა დიდ კლუბში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯვარედინი მყესები დაიზიანა“, - ამბობდა ვაისი მასზე.

გიორგი ჩაკვეტაძე ტიტულების მოსაპოვებლად ბრძოლას ბრატისლავის სლოვანთან ერთად აგრძელებს, რომლის ღირსებას გენტიდან ერთწლიანი იჯარის წესით იცავს. საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომლის კარიერა ტრავმებმა ძალიან დააზარალა, სლოვაკურ გუნდში ცდილობს ძველი კონდიციების დაბრუნებას.