1722058676
ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება - რა ეღირება მგზავრობა
![ავიარეისები ავიარეისები](https://m2b.ge/uploads/files/2024/04/03/2579/aviareisebi_w_h.jpeg)
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 28 მარტის განკარგულებაში.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას დაევალა ტენდერის საშუალებით მომსახურების შესყიდვა. თბილის-ბათუმის შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხა არაუმეტეს 3 049 973 დოლარი უნდა იყოს.
მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის დაფინანსება ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდება. კერძოდ, 2024 წელს - 1 806 333 ლარი, 2025 წელს 2 998 513 ლარი, ხოლო 2026 წელს 1 192 180 ლარი. განკარგულების თანახმად, დანარჩენი თანხის ანაზღაურება ბილეთებიდან შესული თანხით მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ბათუმის ხაზზე ხომალდის მინიმალური ტევადობა 40 მგზავრი უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 114,83 დოლარით განისაზღვრება.
გარდა ამისა, მთავრობის კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, ავიარეისები განხორციელდება მესტია-ბათუმი-მესტიისა და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებით.
განკარგულების თანახმად, მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 168 დოლარი იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი 129 დოლარით განისაზღვრება.
მომსახურების შესყიდვა ამ შემთხვევაშიც აეროპორტების გაერთიანებას დაევალა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 601 140 დოლარია. აღსანიშნავია იცის, რომ მომწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეასრულოს:
🔵 მესტია-ბათუმი-მესტია - 15 ადგილი, 168 დოლარი;
🔵 თელავი-ბათუმი-თელავი - 40 ადგილი, 129 დოლარი;
🔵 მესტია-ქუთაისი-მესტია - 15 ადგილი, 110 დოლარი;
🔵 მესტია-თბილისი-მესტია - 15 ადგილი, 182 დოლარი;
🔵 მესტია-ამბროლაური-მესტია - 15 ადგილი, 75 დოლარი;
🔵 მესტია-თელავი-მესტია - 15 ადგილი, 187 დოლარი;
🔵 თბილისი-ამბროლაური-თბილისი - 40 ადგილი, 103 დოლარი;
🔵 თელავი-ამბროლაური-თელავი - 40 ადგილი, 108 დოლარი;
🔵 თბილისი-ქუთაისი-თბილისი - 40 ადგილი, 77 დოლარი;
🔵 თელავი-ქუთაისი-თელავი - 40 ადგილი, 87 დოლარი;
🔵 თელავი-თბილისი-თელავი – 40 ადგილი, 50 დოლარი.