დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია - ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება რეპრესიებს ახლა უკვე დიდ ბიზნესზეც ავრცელებს.

„აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია - ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.