დღეს როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ამინდი

15 იანვარს ქუთაისში მზიანი ამინდია, დღისით +5 და ღამით -1 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთში, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდია ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +6, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმშიც. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით -6 გრადუსი იქნება, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექს არც ახალციხეში ელოდებიან, დღისით -2 გრადუსი, ღამით კი -16 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მზიანი ამინდია, დღისით -2, ღამით -6 დაფიქსირდება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, -1 იქნება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი არც ბაკურიანშია მოსალოდნელი, დღისით -5 გრადუსი, ღამით -19 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -6, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი.

უნალექო დღე იქნება თელავშიც, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი.

რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიანი დღეა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.