დიღომი 8 - უბანი სწორი ურბანული განვითარებითა და მწვანე ნარგავებით

დიღომი 8

თბილისში სულ უფრო რთული ხდება ისეთი უბნის პოვნა, რომელშიც შენარჩუნებულია მწვანე ნარგავები, მშვიდი და მოწესრიგებული გარემო და ამავდროულად ხელმისაწვდომია ურბანიზაციისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო სერვისი.

დიღომი 8 თბილისის სწორედ ასეთი უბანია. ადგილი, სადაც ყველაფერია მშვიდი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის.

უბანში გაშენებულია ძირითადად კერძო სახლები, რომელიც არ ჰგავს ერთფეროვან ბეტონის ბლოკებს - აქ ყოველი სახლი განსხვავებულია. ქუჩებს ამშვენებს დახვეწილი ვილები, პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსები და თანამედროვე დიზაინის შენობები, რომლებიც არქიტექტურულად თავსებადია ბუნებრივ რელიეფთან და გარემოსთან. ეს არის ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთი შეხედვითვე შესამჩნევია.

უბნის სიმბოლოდ იქცა „თბილისი მოლი“, რომელიც არის არა უბრალოდ სავაჭრო ცენტრი, არამედ სოციალური და კულტურული სივრცე. ბრენდული მაღაზიები, კინოთეატრი, რესტორნები და დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილები ქმნის იმ კომფორტს, რაც უბნის მაცხოვრებლებს სჭირდებათ.

დიღომი 8-მ შეძლო პირადი სივრცისა და სიმშვიდის შენარჩუნება მაცხოვრებლებისთვის. ქუჩები სუფთა და გამწვანებულია, ეზოები კი - მოწესრიგებული და მყუდრო.

ლამაზი ხედები, სუფთა ჰაერი და დიდი სივრცე დიღომი 8-ს მთავარი უპირატესობებია. ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი, ეს არის განცდა იმისა, რომ შენ ხარ თბილისის ცენტრში, მაგრამ განსხვავებულ, მშვიდ და გემოვნებიან უბანში.