ფასი 21 ლარიდან იწყება და 37 ლარსაც კი აღწევს - საიდან შემოდის ლეღვი საქართველოში

ლეღვი

საქართველოში ლეღვის იმპორტი თითქმის 13%-ით გაიზარდა - აღნიშნულის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მაისში იმპორტირებულია 185 000 დოლარის ღირებულების 29.8 ტონა ლეღვი. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტზე შემოვიდა 2.3 ტონა ლეღვი, რომლის ღირებულებამაც 14 200 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს 1 კგ. ლეღვის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 6.17 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.2 დოლარს მიაღწია.

საქართველოში ლეღვის 63% თურქეთიდან შემოდის

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-მაისში ლეღვის იმპორტში უდიდესი წილი თურქეთზე მოდიოდა და 63%-ს უტოლდებოდა. უფრო კონკრეტულად, საქართველო წელს ლეღვს შემდეგი ქვეყნებიდან ყიდულობს:

  • თურქეთი - 18.7 ტონა (147 500 აშშ დოლარის);
  • ავღანეთი - 6.5 ტონა (15 300 აშშ დოლარის);
  • ესპანეთი - 4.4 ტონა (20 400 აშშ დოლარის);
  • გერმანია - 100 კგ (1 500 აშშ დოლარის);
  • ესპანეთი - 100 კგ (400 აშშ დოლარის).

„ბიზნესპრესნიუსმა“ სხვადასხვა მარკეტში ლეღვის ფასები გადაამოწმა. ინფორმაციისთვის, 1 კგ. ლეღვის ფასი სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელში წელს სახეობის მიხედვით 21 ლარიდან იწყება და 37 ლარსაც კი აჭარბებს. უბნის მარკეტების შემთხვევაში კი ცალობით გასაყიდად გამოტანილ ლეღვსაც კი შეხვდებით, სადაც თითო ლეღვის ფასი 50 თეთრიდან იწყება და 1.1 ლარსაც აღწევს.