Green Card-ის გათამაშება ფასიანი ხდება – რა ეღირება

Green Card

Green Card-ის (მწვანე ბარათის) გათამაშება ფასიანი ხდება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის მთავრობის ოფიციალური იურიდიული გამოცემა Federal Register ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის საფასური 1 დოლარით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, ახალი მოსაკრებელი მიზნად ისახავს პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას და განაცხადების პროცედურის გამჭვირვალობის გაზრდას.

ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი.

რაც შეეხება სტატისტიკას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, DV-2025 პროგრამაზე 19 927 656 განაცხადი დარეგისტრირდა.