1750747475
ისტორიული კოლაბორაცია - სვეტიცხოვლის ტაძრის კედლიდან აღებული მაცხოვრის ფრესკის გამოსახულება შვეიცარიულ საათში

„ეს კოლაბორაცია ისტორიული მოვლენაა - შვეიცარიული საათების სამყაროში ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობის, ჩვენი უნიჭიერესი ხელოვანების აღიარებისა და მომავალი თაობების წარმატებების გზის გასაკაფად“, - წერს სოციალურ ქსელში „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი, რესან ქიქავა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ქიქავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო, მინდა, სიხარულით გაგაცნოთ პროექტი, რომელზეც სამი წლის განმავლობაში დავით კაკაბაძესთან ერთად ვიმუშავე.
შვეიცარიული საათების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა, Urwerk-მა, დავით კაკაბაძის Art Studio-სთან თანამშრომლობით, თავის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მოდელზე, ქართველების მიერ ტიხრულ მინანქარში შესრულებული ციფერბლატი ჩასვა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კედლიდან აღებული მაცხოვრის ფრესკის გამოსახულებით.
აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მინანქრის ნაწილი, არამედ თავად ციფერბლატის ეს რთულად შესასრულებელი ფორმა, დამზადდა დავით კაკაბაძის სტუდიაში, რაც მნიშვნელოვანი საინჟინრო მიღწევაა“, - წერს რესან ქიქავა.
Urwerk-ისა და ქართული მხარის მიერ შესრულებული საათის ეს მოდელი გასაყიდად უახლოეს პერიოდში ჩაეშვება. ფასი და დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
1751001602
27 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ივნისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +7, +12, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +21, +26°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +17, დღისით +33°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +18.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +18°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +17°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +17°ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +19°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +17°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +13°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +13°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +12°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +9°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +7.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +11°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +7 °.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით + 9°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, ღამით +6 °.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +16°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +17°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +17°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით +17°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +17°.
1750918800
Apple-მა მომხმარებლებს მოუსმინა - რა ცვლილებები შევიდა iOS 26-ში?ივნისის დასაწყისში მსოფლიოს ტექნოლოგიურმა გიგანტმა მნიშვნელოვანი განახლება დააანონსა, რომლის ბეტა ვერსიასაც სერიოზული წუნი აღმოაჩნდა. IOS26-ის გამოსვლასთან ერთად კომპანიამ Apple-ის ტრადიციული ვიზუალი შეცვალა და მომხმარებელს ე.წ. თხევადი მინის დიზაინი შესთავაზა.ცვლილება მომხმარებლებმა არაერთფეროვნად აღიქვეს. ბევრს ამ განახლებამ Microsoft-ის ლეგენდარული ოპერაციული სისტემის, Windows Vista-ს დიზაინი მოაგონა. თუმცა უკვე მივიწყებულ სტილთან შედარება Apple-სთვის ყველაზე ნაკლები გამოწვევაა.9 ივნისს, კომპანიის მიერ დეველოპერებისთვის გამოქვეყნებულ IOS26-ის ბეტა ვერსიას სერიოზული წუნი აღმოაჩნდა. კერძოდ, გაირკვა, რომ ე.წ. საკონტროლო ცენტრის (Control Center) გამოყენებისას საკმარისად არ იბურება უკანა ფონი, რაც ართულებს კითხვადობას და, ფაქტობრივად, სერვისით სარგებლობას შეუძლებელს ხდის.კომპანიამ დეველოპერებისა და პროგრამულ განახლებაზე წვდომის მქონე მომხმარებლების კრიტიკა გაითვალისწინა და გუშინ, 23 ივნისს IOS26-ის მე-2 ბეტა ვერსია გამოუშვა. ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია და საკონტროლო ცენტრის გამოყენებისას ის მკაფიოდ იმიჯნება ძირითადი გამოსახულებისაგან.გარდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, მეორე განახლებით კომპანიამ ე.წ. ზარის მუსიკების კატალოგს ახალი წევრი შემატა. ის საკმაოდ პოპულარული Reflections-ის ალტერნატიული ვერსიაა. ბევრ მომხმარებელს ამ მუსიკამ ცნობილი კომპიუტერული თამაში, “Ace Attorney” მოაგონა.IOS26 Apple-ის უახლესი პროგრამული განახლებაა და ის საჯარო ტესტირებისთვის ივნისში გამოქვეყნდება. საბოლოო ვერსია კი, ტრადიციულად, შემოდგომაზე, ახალი iPhone-ის წარდგენის დღეს მოხდება.
1750915920
26 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°. ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°. ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°. ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°. ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°. ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°. ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°. გორი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°. ცხინვალი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +31°. მარნეული: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°. რუსთავი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°. ახალციხე: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°. ბორჯომი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°. ბაკურიანი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°. სტეფანწმინდა: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°. თელავი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
1750837680
პუტინი სარეკლამო აბრებზე უცხო სიტყვების გამოყენებას კრძალავსრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა კანონი, რომელიც საჯარო სივრცეებში არსებულ აბრებზე, მითითებებზე, საინფორმაციო დაფებსა და ვიზუალური ინფორმაციის სხვა საშუალებებზე უცხო სიტყვების გამოყენებას კრძალავს.დოკუმენტის ტექსტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.ახალი წესები 2026 წლის 1-ლი მარტიდან შედის ძალაში.კრემლის მტკიცებით, კანონი „რუსული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვას,“ საჯარო გარემოში უცხო ენებიდან ნასესხები სიტყვების შემცირებასა და „თანამედროვე ლიტერატურული ენის ნორმების“ დაცვას ემსახურება.დოკუმენტის თანახმად, რეკლამა, მითითებები, დაფები, აბრები და მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ყველა ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე უნდა იყოს წარმოდგენილი. იკრძალება უცხო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება, როგორიც არის, მაგალითად, sale, shop და ა.შ. ინფორმაციის უცხო ენებზე თარგმნა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ მნიშვნელობის სრული დამთხვევისა და ზუსტი ვიზუალური დიზაინის პირობით.ასევე, საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, მიკრორაიონებისა და სხვა ობიექტებისთვის ისეთი სახელწოდების მინიჭება იკრძალება, რომელიც უცხოურად ჟღერს. ამის გარდა, ყველა ასეთი სახელწოდება კირილიცაზე უნდა დაიწეროს.თუმცა კომპანიების სახელწოდებებზე, სავაჭრო და მომსახურების ნიშნებზე კანონი არ ვრცელდება და ისინი ორიგინალური სიტყვების გამოყენების უფლებას ინარჩუნებენ.bpn.ge
1750834890
ჯარიმა 10 ათასობით ევროსაც აჭარბებს - რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა გადამზიდავებმა ევროზონის საზღვრის გადაკვეთისასევროკავშირის ქვეყნები გადამზიდველებისათვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების და დამატებითი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას აანონსებენ. თუ რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა გადამზიდავებმა, ამის შესახებ პრაქტიკულ რჩევებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს.როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები ახალი რეგულაციების შემოღების და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მთავარ მიზეზად არალეგალური მიგრანტების რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს, რომ გერმანია, ავსტრია, იტალია, ნიდერლანდები და შვედეთი - ეს ის ევროპული ქვეყნებია, რომლებმაც მიგრაციული ზეწოლისა და უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო, საზღვრებზე პირველადი კონტროლი უკვე აღადგინეს.ამასთან, როგორც ცნობილია, დარღვევებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც ზოგჯერ ათიათასობით ევროსაც აჭარბებს.TCRC- ს ინფორმაციით, შემოწმებები სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, კერძოდ:“მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაცია – განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროკავშირის არაწევრ მძღოლებს, შემოწმებას ექვემდებარება მათი ევროზონაში ყოფნის და მუშაობის კანონიერება. ინსპექტორებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ევროკავშირის ლიცენზია, სატრანსპორტო საშუალების და ტვირთის დოკუმენტები.ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის დოკუმენტის CMR ის არასწორად შევსება – CMR-ში შეცდომები გავრცელებული დარღვევა, რაც საფრანგეთში 750 ევრომდე, ხოლო გერმანიაში – 500 ევრომდე ჯარიმას იწვევს.ტვირთის თანმხლები დოკუმენტები –ინვოისი, შეკვეთის საბუთი ა.შ. – მძღოლს ბორტზე უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგიაში საჯარიმო სანქცია 1800 ევრომდეა, ხოლო ნიდერლანდებში – 1500 ევრომდე.საბაჟო დოკუმენტები – MRN, GMR, T1/T2 MRN, GMR და T1/T2 ევროკავშირის ფარგლებში და დიდ ბრიტანეთში საქონლის გადაადგილებისას საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაა.აღნიშნული დოკუმენტები საჭიროა დიდ ბრიტანეთში/დან გადაზიდვისას, მაშინაც კი, თუ ევროკავშირის ფარგლებში განბაჟება საჭირო არ არის. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ სატრანსპორტო საშუალების კონფისკაცია და ათასობით ფუნტის ოდენობის ჯარიმა შეიძლება გამოიწვიოს.სპეციალური ნებართვები – ზოგიერთი საქონლის გადაზიდვისას საჭიროა დამატებითი ნებართვები, როგორიცაა საშიში ტვირთებისათვის ADR ის ნებართვა. გერმანიაში დარღვევები შეიძლება 50 000 ევრომდე ჯარიმის მიზეზი გახდეს.ევროკავშირის ლიცენზია და მისი ამონაწერი – ლიცენზიის არქონა მკაცრად ისჯება პოლონეთში – 12 000 ზლოტით (2 800 ევრო), გერმანიაში – 5 000 ევროთი, ჩეხეთში – 500 000 კრონამდე (20 100 ევრო).რეგულაცია (EC) 561/2006 რომელიც მკაცრად არეგულირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდებს, მძღოლებს ავალდებულებს თან იქონიონ მძღოლის ბარათი, საჭიროების შემთხვევაში ხელით შეიყვანონ მონაცემები ტაქოგრაფში და დაიცვან დადგენილი დასვენების პერიოდები.მძღოლების შესვენებებსა და დასვენების პერიოდების დარღვევებისთვის ჯარიმებმა შეიძლება რამდენიმე ათას ევროს მიაღწიოს, განსაკუთრებით ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში.ინსპექტორები ასევე ყურადღებას აქცევენ საბურავების, მუხრუჭების, ფარების, ტაქოგრაფის კალიბრაციის, ტექნიკური შემოწმებისა და სავალდებულო აღჭურვილობის (ჟილეტები, საავარიო გაჩერების ნიშანი, ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ნაკრები) მდგომარეობას.ამ ტიპის მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლებელია ჯარიმების დაკისრება, დოკუმენტების კონფისკაცია, შემდგომი გადაადგილების აკრძალვა და კომპანიის რისკების რეესტრებში შეყვანა.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების ძარაში შეღწევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს.არალეგალური მიგრანტების გადაყვანა, მძღოლის არაინფორმირების შემთხვევაშიც, როგორც მძღოლისთვის, ასევე გადამზიდავი კომპანიისათვის დიდ ჯარიმებს ითვალისწინებს. ჯარიმამ დიდ ბრიტანეთში ერთ მიგრანტზე შესაძლოა, 6 000 ფუნტ სტერლინგს (7 000 ევროს) მიაღწიოს, 75 000 ევროს საფრანგეთში და 15 000 ევროს იტალიაში.არალეგალური მიგრანტების სატრანსპორტო საშუალების მისაბმელში შეღწევადობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მძღოლებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ ლუქები, კარები და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა გაჩერებების შემდეგ”, - აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.მათივე ინფორმაციით, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი თავის განცხადებაში სატრანსპორტო კომპანიებს მოუწოდებს კანონის სრულ დაცვას, რაც მოითხოვს ყველა სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, მძღოლების რეგულარულ გადამზადებას, სატრანსპორტო კომპანიაში შიდა კონტროლის პროცედურების განხორციელებას და შრომისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის რეგულაციების დაცვას.