ჯანო ანანიძის კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს ქობულეთში ბინა აჩუქა

ეთერ ლიპარტელიანი

ვეტერანმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ, რომელიც ქობულეთში მშენებარე კორპუსის მფლობელია, ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

„ჯანო ანანიძემ მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს ქობულეთში, საკუთარ მშენებარე კორპუსში საჩუქრად ბინა გადასცა. ჯანომ, საჩუქრის შესახებ, უკვე აცნობა მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც მისით სარგებლობა 2027 წლიდან შეეძლება“, - წერს Geo Team-ი.

შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიგო და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.