მამისგან საჩუქრად მიღებული 83 500 ლარი, რამდენიმე უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორი

„სთარინგ ჯორჯია“

შპს „სთარინგ ჯორჯიას“, რომლის მფლობელობაში მხოლოდ „ბლექსი არენა“ იყო, მიმდინარე წლის ზაფხულში ჯერ ფილარმონია, შემდეგ კი შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ გადაეცა.

აღნიშნული კომპანია პროექტებს სახელმწიფო სუბსიდირებით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მსოფლიო ვარსკვლავები სტუმრობენ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „ბლექ სი არენა“ ერთ-ერთია იმ სახელმწიფო საწარმოებს შორის, რომელიც დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე.

კომპანია „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორია თამარ ჩხაიძე. „ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად სწორედ მისი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა.

როგორც მის მის მიერ მიმდინარე წლის იანვარში შევსებული დეკლარაციიდან ჩანს, თამარ ჩხაიძეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

რაც შეეხება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობას, დოკუმენტის მიხედვით, თამარ ჩხაიძის სახელზეა: 243,2 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2022 წელს 275 730 აშშ დოლარად შეიძინა; ასევე სამი სარდაფი, რომელთა ჯამურ ღირებულება 10 260 აშშ დოლარია. ხოლო მის მეუღლეს ეკუთვნის 73.9 კვ.მ. ბინა თბილისში, რომელიც 2018 წელს 42 490 აშშ დოლარად შეიძინა, ასევე მის საკუთრებაშია 4000 აშშ დოლარად შეძენილი ავტოფარეხი.

ამასთან, თამარ ჩხაიძეს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 7654 ლარი და 100 დოლარი ჰქონდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თამარ ჩხაიძემ ერთ წელში მამისგან საჩუქრად ჯამში, 83 500 ლარი მიიღო.

bpn.ge