„მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია“ - ეროვნული ბანკი

ხელფასი

ეროვნული ბანკის კვლევის თანახმად, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ხელფასების ზრდის მოლოდინები შემცირებულია.

„დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ზე მეტად ელოდებიან შემცირებულია. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით გაზრდილია“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.