მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია - როგორია საქართველოს მონაცემები

ხელფასი

საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ყოველთვიური ხელფასების სიდიდით მესამე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 95 ქვეყანას შორის 71-ე ადგილს იკავებს.

Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გადასახადების შემდეგ 529 დოლარს შეადგენს. საქართველოზე დაბალი ხელფასი რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანშია. რეიტინგში მეზობელმა სახელმწიფომ 79-ე ადგილი დაიკავა. კერძოდ, აქ საშუალო თვიური ხელფასი 443 დოლარს უტოლდება.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების შემდეგ ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 816 დოლარი (52-ე ადგილი);
  • რუსეთი - 781 დოლარი (54-ე ადგილი).

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში სომხეთი არ არის წარმოდგენილი.

ამასთანავე, Numbeo-ს მონაცემებით, შესწავლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შვეიცარიაშია და 7 425 დოლარს შეადგენს.

რეიტინგში 5 ლიდერი ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - 7 425 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 5 364 დოლარი;
  • სინგაპური - 4 542 დოლარი;
  • აშშ - 4 285 დოლარი;
  • დანია - 4 053 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 95 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კუბაშია და თვეში 34.76 დოლარს შეადგენს. რეიტინგის ბოლო პოზიციები კი შემდეგმა ხუთმა ქვეყანამ დაიკავა:

  • კუბა - 34.76 დოლარი;
  • ნიგერია - 110 დოლარი;
  • ეგვიპტე - 153 დოლარი;
  • პაკისტანი - 190 დოლარი;
  • ნეპალი - 211 დოლარი.