ქორწინების ოქროს ბეჭედი 30%-ით გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი ოქრო

ქორწინების ბეჭედი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 3 643 დოლარით განისაზღვრება.

Goldprice-ის მონაცემებით, მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი მხოლოდ ერთ დღეში 0.23%-ით არის გაზრდილი, ერთ თვიან ჭრილში ფიქსირდება 8.9%-იანი მატება, წლიურად კი ოქრო 41%-ით არის გაძვირებული.

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

აღსანიშნავია, რომ ფასები მზარდი ტემპით ხასიათდება საქართველოშიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 0.89%-ით, წლიურად კი 30.29%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება ოქროს ფასს, ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ე.წ ბაჯაღლოს ფასი დღეს 300 ლარს შეადგენს, 585 სინჯიანი ოქრო კი 230 ლარი ღირს.