რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7200 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1522 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7250 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7160 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7160 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1690 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1470 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7300 ლარად, გაყიდვა კი - 2.7150 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1700 ლარად, გაყიდვას კი - 3.1500 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7250 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6900 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1650 ლარად, გაყიდვა კი 3.1250 ლარად შეუძლიათ.