რა ღირს კერძო სახლები თბილისის უბნებში

სახლი, ზამთარი

2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში კერძო სახლების ფასები წლიურად 2.5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

აღსანიშნავია, რომ ფასები გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებითაც. ამ შემთხვევაში ზრდა 2.1%-ს შეადგენს.

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, თბილისის უბნების მიხედვით კერძო სახლების ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და 1 კვ.მ-ის ფასი 4 594 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, დედაქალაქში კერძო სახლს ყველაზე იაფად ნაძალადევში შეიძენთ. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი 2 660 დოლარს უტოლდება.

როგორია თბილისში კერძო სახლების ფასი უბნების მიხედვით:

  • მთაწმინდა - 4 594 ლარი;
  • ვაკე - 4 311 ლარი;
  • საბურთალო - 3 504 ლარი;
  • დიდუბე - 3 369 ლარი;
  • სამგორი - 3 121 ლარი;
  • ისანი -3 110 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 088 ლარი.
  • გლდანი - 2 985 ლარი;
  • კრწანისი - 2 830 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 660 ლარი.