რა ქონება ფლობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი

წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, წულუკიანის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

როგორც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, მის საკუთრებაშია: 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მესტიაში, რომელიც ჩუქებით გადაეცა, ასევე, 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი დიღომში, საიდანაც 1000 კვ.მ ჩუქებით გადაეცა, ხოლო 900 კვ.მ თავად შეიძინა 47 000 აშშ დოლარად.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა: 842,42 ლარს, ხოლო საბავშვო ანაბარზე 29 668 ლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თეა წულუკიანს, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, კულტურის მინისტრის პოსტზე ხელფასის სახით მიღებული აქვს 59 216 ლარი, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ერთ თვეში (2024 წლის 25 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით), 6 279 ლარი.

მის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში, თეა წულუკიანმა ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვიდან შემოსავლის სახით 8 040 ლარი მიიღო, ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი 5 000 ლარი ჰქონდა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებიდან 4 138,43 ლარის შემოსავალი.