როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 2026 წლის 21 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით.

ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +6, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +6, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

თოვლია მოსალოდნელი სოხუმში. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება.

მბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 2 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -17 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში დღისით 0 გრადუსი, ხოლო ღამით -13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -19 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +1 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება.

ომალოშიც ღრუბლიანი დღე იქნება, დღისით -5, ღამით კი -16 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 1 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი თელავშიც, -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც უნალექო დღეს ელოდებიან, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია ნავარაუდევი რუსთავში. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვლს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.