როგორია ბინების ფასები თბილისის უბნებში - განახლებული სტატისტიკა

binebis-yidva-ivnisi

2025 წლის ივლისში, თბილისში 3 647 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.

კვლევის თანახმად, საშუალო ფასის მიხედვით, ივლისში ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზე ღირდა - 3 075 აშშ დოლარი, ხოლო ყველაზე იაფი ვაშლიჯვარში - 1 004 აშშ დოლარი.

გთავაზობთ ბინების საშუალო ფასს ივლისში, თბილისის უბნების მიხედვით:

  • მთაწმინდა - 3 075 აშშ დოლარი;
  • ვაკე - 2 719 აშშ დოლარი;
  • ჩუღურეთი - 2 006 აშშ დოლარი;
  • საბურთალო - 1 576 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 1 449 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 1 340 აშშ დოლარი;
  • ისანი - 1 273 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 178 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 1 073 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი - 1 054 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 1 031 აშშ დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 1 004 აშშ დოლარი.

ამასთან, სრული სურათით, კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასმა 1 340 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.24%-იანი ზრდაა - გასული წლის ივლისში 1 298 აშშ დოლარი ღირდა. შემცირდა ქირის ფასი და კვადრატულ მეტრზე 9.5 აშშ დოლარს შეადგენდა - წინა წელს 9.9 აშშ დოლარი იყო.