რომელია ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები საქართველოში

სახელები

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა, მას კი მოსდევს კაპანაძე. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ სახელს, ათეულში პირველ პოზიციას გიორგი ინარჩუნებს.

ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული ასეთია:

  • ბერიძე - 30 187
  • კაპანაძე - 19 273
  • გელაშვილი - 18 335
  • მაისურაძე - 15 997
  • მამედოვი - 15 334
  • გიორგაძე - 14 199
  • მამედოვა - 13 676
  • ბოლქვაძე - 13 121
  • ლომიძე - 13 121
  • წიკლაური - 12 912

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელების ათეული კი ასე გამოიყურება:

  • გიორგი - 193 238
  • ნინო - 115 597
  • მარიამ - 72 087
  • დავით - 68 196
  • ანა - 49 819
  • მარიამი - 48 617
  • თამარ - 47 897
  • მაია - 46 902
  • ალექსანდრე - 46 700
  • ლუკა - 45 799