სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი საქართველოში - ტოპ-5 რეგიონი

ბავშვი

საქართველოში 10 038 მრავალშვილიანი ოჯახია რეგისტრირებული. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა.

ამავე მონაცემების თანახმად, სადაც 3 და მეტი შვილის მყოლი ოჯახებია აღრიცხული, ყველაზე მეტი 3 373 მრავალშვილიანი ოჯახი დედაქალაქში ცხოვრობს, მეორე ადგილს კი 1 891 ოჯახით იმერეთის რეგიონი იკავებს.

ტოპ-5 რეგიონი მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობით

როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, ქვეყნის მასშტაბით ასეთი ოჯახების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ მსხვილ ადმინისტრაციულ და რეგიონულ ცენტრებშია გადანაწილებული.

უფრო კონკრეტულად კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 5 ყველაზე მსხვილი რეგიონი, მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 3 373 ოჯახი;
  • იმერეთი - 1 891 ოჯახი;
  • კახეთი - 1 215 ოჯახი;
  • შიდა ქართლი - 1 071 ოჯახი;
  • სამეგრელო- ზემო სვანეთი - 911.

აღსანიშნავია, რომ ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე ცოტა მრავალშვილიანი ოჯახი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფიქსირდება, სადაც სულ 16 ასეთი ოჯახია აღრიცხული.

როგორია გადანაწილება მშობლების ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით?

სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ მრავალშვილიანი მშობლების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ჯგუფებზე მოდის. კერძოდ:

  • 31-დან 35 წლამდე - ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, სადაც 3 720 მშობელი შედის;
  • 36-დან 40 წლამდე - სიდიდით მეორე ასაკობრივი კატეგორია 2 847 მშობლით;
  • 25-დან 30 წლამდე - ამ ასაკობრივ ჯგუფში 2 251 მრავალშვილიანი მშობელია;
  • 40-ზე მეტი წლის - აღრიცხულია 925 მშობელი;
  • 25 წლამდე - ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი, სადაც 3 და მეტი შვილი მხოლოდ 295 მშობელს ჰყავს.

BPN