1753338643
საქართველოში ავტომობილის დაზღვევა წელიწადში საშუალოდ 1626 ლარი ჯდება

საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ავტომობილის დაზღვევის პრემიების საშუალო ღირებულება დაახლოებით 1626 ლარი, ანუ თვეში 135 ლარია.
სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 126 065 ერთეული შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის ავტოპარკის 7%-ს შეადგენს.
ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. სადაზღვევო კომპანიებმა 2023 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 205 მლნ ლარის პრემიები მოიზიდეს.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში კი ყველაზე დიდი წილი „თიბისის“ (26%), „ალდაგს“ (24%) და „ჯიპიაის“ (13%) აქვს.
1753354082
გერმანიამ ჰუმანიტარული ვიზების გაცემა შეაჩერაგერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემის პროცედურა შეაჩერა.ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც The Bell ავრცელებს.კერძოდ, ჰუმანიტარული მიღების პროცედურა ბინადრობის შესახებ კანონის 22-ე პარაგრაფის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეჩერდა. მისი საშუალებით გერმანიაში გადასვლა იმ პირებს შეეძლოთ, რომლებიც ადამიანის უფლებების, ომის საწინააღმდეგო ან ჟურნალისტური საქმიანობის გამო საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთი საქმეების დამტკიცების შეფერხებები მანამდეც, რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა.ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ გერმანულმა ფილიალმა დაადასტურა, რომ ახალი ჰუმანიტარული ვიზების გაცემა შეჩერებულია, თუმცა თავად პროგრამა არ დახურულა. მაგალითად, ჟურნალისტებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, დოკუმენტების წარდგენა კვლავ შეუძლიათ, ხოლო უკვე გაცემული ვიზები, ასევე, ქვეყანაში შესვლისა და ბინადრობის ნებართვები ძალაში რჩება.გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ვიზების შეჩერების გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს.
1753336992
24 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურეთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი,ზოგან დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ქუთაისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°.ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.ონი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°.ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.თბილისი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი,დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა: +37°.მარნეული: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +38°.რუსთავი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +37°.ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°.ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.თელავი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერისტემპერატურა: +34°.
1753275678
78 წლის იტალიელი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ნახევარი საათის შემდეგ გონს მოვიდაიტალიაში, ტარკვინიაში 78 წლის მამაკაცი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ნახევარი საათის შემდეგ გონს მოვიდა.ხანდაზმულ მამაკაცს გულის შეტევა დაემართა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც ნახევარი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას და საბოლოოდ გარდაცვლილად გამოაცხადეს. როდესაც კატაფალკი მისი ცხედრის წასაღებად მივიდა, მამაკაცმა თვალები გაახილა და ქალიშვილების შესახებ იკითხა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.ექიმები ამ ტიპის შემთხვევას "ლაზარეს ფენომენს" უწოდებენ, რაც ბიბლიური ისტორიიდან მოდის, როდესაც იესო კაცს აცოცხლებს. ტერმინი რეანიმაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მოულოდნელ აღდგენას გულისხმობს.
1753252562
23 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°.;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°;ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +31°;გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°;ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +34°;თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +37°;მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +38°;რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +38°;ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +33°;ბაკურიანი:უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°;სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +22°;თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +35°.
1753187120
ვის შეეძლება 750 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაშიეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის გაცემის წესი განსაზღვრა.სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანებით, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხი/საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. თუმცა, იქვე განმარტებულია, რომ ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.ის შეეძლება 750 ათას ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაშიბრაძანების მიხედვით, პირს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შეეძლება თუ: სესხის გაცემის შედეგად თითოეული მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 750 000 ლარს აღემატება. სესხი გაიცემა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე; სესხი სრულად არის უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში; საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის შესაბამის ვალუტაში. ხორციელდება სესხის იმავე ვალუტაში რეფინანსირება/საყურადღებოდ მოდიფიცირება/რესტრუქტურიზაცია და იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა.ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება სესხის თავდებზე, გარდა იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნისა.როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 750 000 ლარამდე სესხის გაცემის წესი მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება. ამავე ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მიიღო.შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა.