საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 166 მამაკაცს აქვს - რამდენია ქალი

მარტოხელა მამა

საქართველოში მარტოხელა მამის სტატუსი 165 ადამიანს აქვს, ხოლო ერთი მამაკაცი არის მშვილებელი - ამის შესახებ აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ხატია დეკანოიძისადმი გაგზავნილ პასუხში.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში მარტოხელა მშობლის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 762 ადამიანს, აქედან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯამში 166 არის მამრობითი სქესის წარმომადგენელი.

რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, 14-ს კი მშვილებელი ქალის. 

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ მიენიჭა 2 518 ქალს და 110 მამაკაცს.