1762599540
საქართველოში მილიონზე მეტი რეგისტრირებული ბიზნესიდან აქტიური მხოლოდ 26%-ია - რომელ სფეროშია ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია
2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 087 899 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 26 %. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 283 061 კომპანიაა მოქმედი.
რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობა/ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგშია. აქ ჯამში 219 936 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 140 ათასამდე ბიზნესი (36,4%) არ მუშაობს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2025 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, დარგების მიხედვით აქტიური და უფუნქციო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 11 882 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 3 567 (70% უფუნქციოა);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 320 რეგისტრირებული, აქტიური 673 (71% უფუნქციო);
- დამამუშავებელი მრეწველობა - 52 112 რეგისტრირებული, 17 974 აქტიური (66% უფუნქციო);
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 565 რეგისტრირებული , 249 აქტიური (56% უფუნქციო);
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 051 რეგისტრირებული, 270 აქტიური (74% უფუნქციო);
- მშენებლობა - 46 010 რეგისტრირებული, 20 077 აქტიური (56% უფუნქციო);
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 219 936 რეგისტრირებული, 79 990 აქტიური (64% უფუნქციო);
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 48 986 რეგისტრირებული, 25 975 აქტიური (47% უფუნქციო);
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 30 372 რეგისტრირებული, 10 807 აქტიური (64% უფუნქციო);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 38 971 რეგისტრირებული, 24 918 აქტიური (36% უფუნქციო);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 765 რეგისტრირებული, 1 659 აქტიური (71% უფუნქციო);
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 14 641 რეგისტრირებული, 8 261 აქტიური (44% უფუნქციო);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 27 421 რეგისტრირებული, 13 053 აქტიური (52% უფუნქციო);
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 17 086 რეგისტრირებული, 7 896 აქტიური (54% უფუნქციო);
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 1 578 რეგისტრირებული, 414 აქტიური (74% უფუნქციო);
- განათლება - 12 185 რეგისტრირებული, 6 958 აქტიური (43% უფუნქციო);
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 7 750 რეგისტრირებული, 3 654 აქტიური (53% უფუნქციო);
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 8 117 რეგისტრირებული, 3 480 აქტიური (57% უფუნქციო);
- ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 97 რეგისტრირებული, 12 აქტიური (88% უფუნქციო);
- საქმიანობა უცნობია - 516 386 რეგისტრირებული, 47 031 აქტიური (91% უფუნქციო).



