საქართველოში შესაძლოა, ზეთი გაძვირდეს - მთავარმა იმპორტიორმა პროდუქტზე საექსპორტო გადასახადი აღადგინა

ზეთი

საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაძვირდეს. ამის მიზეზი კი მთავარი იმპორტიორი ქვეყნის მიერ ზეთის ექსპორტზე ახალი გადასახადის დაწესება, უფრო კონკრეტულად კი, აღდგენა გახდეს გახდეს.

ცნობისათვის, სექტემბრიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 5.746.2 რუბლამდე (69 დოლარამდე), ხოლო შროტზე ტონაზე 1.119.4 რუბლამდე (13.4 დოლარამდე) დააწესა. მანამდე, კერძოდ, 29 ივლისიდან 31 აგვისტომდე მზესუმზირის ზეთისა და შროტის ექსპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოვიდა 29.979 მლნ დოლარის ღირებულების ზეთი, აქედან 22.834 მლნ დოლარის რუსეთიდან. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველო მზესუმზირის ზეთის 76% სწორედ რუსეთში ყიდულობს. გაზრდილი საექსპორტო გადასახადი კი, ცხადია, ბაზარზე პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს.

რაც შეეხება ფასს, იანვარ-ივლისის მონაცემებით (ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე) რუსეთიდან საქართველოში ერთი ლიტრი ზეთის იმპორტი 1.35 დოლარი ჯდებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ ტონაზე საექსპორტო გადასახადი 69 დოლარით იზრდება, შესაბამისად, გამოვა, რომ ამჯერად ერთი ლიტრის ღირებულება საშუალოდ, 1.42-1.43 დოლარამდე გაიზრდება.

გარდა რუსეთისა, საქართველოში ზეთის იმპორტი ძირითადად ხორციელდება უკრაინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აზერბაიჯანიდან, თუმცა მცირე რაოდენობით.

bpn.ge