საქმიანობები საქართველოში, სადაც დასაქმებულებს ყველაზე ხანგრძლივად უწევთ მუშაობა

რთული საქმიანობა

როგორია საქართველოში სამუშაო საათების ინდექსი - ამის შესახებ 2025 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად ნამუშევარი საათები გაზრდილია სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში, ასევე საცალო ვაჭრობაში (ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა).

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის მე-2 კვარტალში, სამუშაოს ხანგრძლივობის წლიური ზრდა ტოპ-10 დარგის მიხედვით ასეთია:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 83.2%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა - 68.3%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 63.6%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი- 57.9%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • MIG ხანგრძლივი მოხმარების საქონელი, რომელიც აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება, ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება, სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობის, ბიჟუტერიის და მათთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება - 47.6%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 46.3%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • ავტომობილებით და მოტოციკლებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და მათი რემონტი- 36.7%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 34.8%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • MIG არახანგრძლივი მოხმარების საქონელი, რომელიც აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის და სხვა საკვები პროდუქტების, ასევე ფარმაცევტული თუ გასართობი პროდუქტების წარმოებას - 31.6%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა;
  • მომსახურება - 22.9%-ით გაიზარდა სამუშაოს ხანგრძლივობა.