სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ანუკი ჩრდილელს 4 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

ანუკი ჩრდილელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, ანუკი ჩრდილელს 4 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ გაიმართა.

ანუკი ჩრდილელი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე 2 სექტემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.