1757838600
საწვავის ფასი შემცირდა - რომელ ბენზინგასამართ სადგურებზე აისახა ცვლილება

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბაზრებზე brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 66.99 დოლარით (+0.93%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 62.69 დოლარია (+0.51%).
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ფასი გარკვეულწილად შემცირდა ორ ბენზინგასამართ სადგურზე. კლებამ 5-20 თეთრი შეადგინა.
საწვავის ფასი შემცირდა - სად რამდენად იყიდით
„ბისზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი დღეს ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე:
Gulf
- G-Force სუპერი - 3.57 ლარი;
- G-Force პრემიუმი - 3.17 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი - 3.07 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.97 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი - 3.13 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.03 ლარი.
Wissol
- ეკო სუპერი - 3.56 ლარი;
- ეკო პრემიუმი - 3.17 ლარი;
- ეკო დიზელი - 3.08 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.03 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.96 ლარი.
Socar
- ნანო სუპერი - 3.55 ლარი;
- ნანო პრემიუმი - 3.15 ლარი;
- ნანო ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;
- ევრო 5 დიზელი - 2.99 ლარი;
- ნანო ევრო 5 დიზელი - 3.08 ლარი.
Rompetrol (შემცირდა 20 თეთრით)
- Efix სუპერი - 3.39 ლარი;
- Efix ევრო პრემიუმი - 3.01 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.84 ლარი;
- Efix ევრო დიზელი - 2.95 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.90 ლარი.
Portal
- სუპერი - 3.14 ლარი;
- პრემიუმი - 2.94 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.74 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.94 ლარი (გაიაფდა 5 თეთრით);
- ეფექტური დიზელი - 2.74 ლარი.
Connect
- სუპერი - 3.14 ლარი;
- პრემიუმი - 2.94 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.74 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.89 ლარი;
- დიზელი - 2.74 ლარი.
Lukoil
- სუპერ ეკტო - 3.49 ლარი.
- პრემიუმ ავანგარდი - 3.03 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.83 ლარი;
- ევრო დიზელი - 2.98 ლარი.