სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა - როგორია „საქსტატის“ განახლებული მონაცემები

სოფელი

„საქსტატის“ განახლებული მონაცემებით, საქართველოს სასოფლო დასახლებებში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 6.3%-ით შემცირდა.

კერძოდ, 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოს სასოფლო დასახლებებში ჯამურად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის შედეგებით კი ეს რიცხვი 1 490 900-ს შეადგენს. როგორც ხედავთ, კლება 100 281 მოსახლეა.

საინტერესოა, რომ 2014-ში სოფლის მოსახლეობის წილი, სრული მოსახლეობის, 42.84%-ს შეადგენდა, 2024-ში კი ეს მაჩვენებელი 38.07%-ია.

შეგახსენებთ, 2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგებით, საქართველოს სრული მოსახლეობა 3 914 000-ია - მათგან 2 078 000 (ანუ 53%) ქალია, ხოლო 1 836 000 (ანუ 47%) - მამაკაცი.

ასევე, განახლებული მონაცემებით, თბილისში სრული მოსახლეობის 34% ცხოვრობს, მეორე ადგილზე იმერეთია (12.9%), მესამეზე კი - ქვემო ქართლი (11.2%).