თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

ელექტროენერგია

თბილისში, მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, სოფელი დიღმის, ფარნავაზ მეფის გამზირის, ოთხი ათასი მესხის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ასმათის, დავარის, მეფე მირიანის და ფარსადანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქვიშხეთის, არბოს, ქსნის, ხევისუბნის, ერწოს, ვარდისუბნის, თიანეთის, ბუაჩიძის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.