1766314560
თბილისის რომელ უბნებში გაიცა ბინების მშენებლობაზე ყველაზე მეტი ნებართვა
2025 წლის პირველ 10 თვეში, მშენებლობის ნებართვა უძრავი ქონების ყველაზე დიდ ფართობზე ისანში გაიცა. ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია ნათქვამი.
საცხოვრებელი ქონების ბაზრის კვლევაში გამოქვეყნებული გრაფიკიდან ჩანს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ისანში ნებართვა 250 ათასი კვ.მ. საცხოვრებელი ფართის აშენებაზე გასცეს.
უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში, 2025 წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ისანი - 250 ათასი კვ.მ.
- დიდი დიღომი - 234 ათასი კვ.მ.
- საბურთალო - 225 ათასი კვ.მ.
- გლდანი - 221 ათასი კვ.მ.
- კრწანისი - 149 ათასი კვ.მ.
- სამგორი - 117 ათასი კვ.მ.
- ნაძალადევი - 99 ათასი კვ.მ.
- დიდუბე - 78 ათასი კვ.მ.
- ვაშლიჯვარი - 41 ათასი კვ.მ.
- ვაკე - 20 ათასი კვ.მ.
- ჩუღურეთი - 19 ათასი კვ.მ.
- მთაწმინდა - 18 ათასი კვ.მ.
ცნობისთვის, 2025 წლის 10 თვეში თბილისში სულ 34,204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. დაგაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა(+13.0% წ/წ).



