თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება - სად იგეგმება მშენებლობა

სტადიონი

თბილისში ახალი სტადიონი აშენდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტადიონი გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, სავარაუდო ლოკაცია კი ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარედ იქნება.

„გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება, კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლეს რანგის მატჩებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სრულად დატვირთვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.