1768550400
უცნაური აკრძალვები დუბაიში - წესები, რომლებიც ტურისტებმა უნდა დაიცვან
ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კერძოდ კი, დუბაის უამრავი უცხოელი ტურისტი სტუმრობს, მათ შორის, აღნიშნული მიმართულება პოპულარულია ქართველ დამსვენებლებშიც.
დუბაიში მდებარეობს - არქიტექტურული საოცრება, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა – ბურჯ ხალიფა. ეს არა მხოლოდ საოცარი არქიტექტურაა, არამედ შესანიშნავი ადგილი, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედებით დატკბებით. ამასთან, ქალაქი არის შოპინგის სამოთხე, ულამაზესი სანაპიროებით და გასაოცარი პალმის კუნძულებით.
თუმცა, თუ ამ უმდიდრესი ქალაქის მონახულება გსურთ, უნდა იცოდეთ, თუ რა არის დაშვებული და რა არის არსებული აკრძალული. ზოგიერთი წესი შეიძლება უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, დაჯარიმდეთ.
რისი შეტანა არ შეიძლება დუბაიში?
ნარკოტიკების, იარაღისა და ყალბი ფულის შეტანის გარდა დუბაიში აკრძალულია:
მტაცებელი ფრინველები.
სპილოს ძვალი და მისი ნაწარმი.
მასალები, რომლებიც შეიცავს 18+-ს, ძალადობის სცენას, შეურაცხმყოფელ შინაარსს ან არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლების კრიტიკას.
წიგნები, ფოტოები, ნახატები, ბეჭდური პუბლიკაციები, ქანდაკებები და ჟურნალები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამურ ნორმებს და შეურაცხყოფს მუსლიმებს.
ბანკნოტების ასლები.
ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, შესაბამისი ნებართვის ან რეცეპტის გარეშე.
რა არის აკრძალული ქალებისა და მამაკაცებისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში?
დუბაიში არც ქალებს და არც მამაკაც ტურისტებს არ მოეთხოვებათ ტრადიციული მუსლიმური ტანსაცმლის ტარება, მაგრამ სასურველია სხეულის უმეტესი ნაწილის დაფარვა.
აი, რა ეკრძალებათ ქალებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში:
მოკლე ქვედაბოლოები, გამჭვირვალე კაბები და ღრმა დეკოლტე არ არის დაშვებული.
აკრძალულია ტანსაცმელი ანტიმუსლიმური ან პროვოკაციული სლოგანებით.
საცურაო კოსტიუმები დაშვებულია მხოლოდ აკვაპარკებში ან პლაჟის ზონებში, ასევე სასტუმროს აუზებში. არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის ოფიციალურ პლატფორმაში ხაზგასმულია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში შიშვლის ნებისმიერი ფორმა მკაცრად აკრძალულია.
მეჩეთში სტუმრობისას ქალებს მოეთხოვებათ მუსლიმური ტრადიციების პატივისცემა და თავის დაფარვა.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შორტების ტარებაზე მკაცრი აკრძალვა არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც წესი, ძალიან კონსერვატიულია და ატარებს ტრადიციულ სამოსს.
ტურისტულ ზონებში შორტებისა და მაისურების ტარება დაშვებულია, მაგრამ კულტურული ადგილების, მეჩეთებისა და სამთავრობო შენობების მონახულებისას რეკომენდებულია გრძელი შარვლების ტარება.
წყარო: unian:net



