ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოსა და მსოფლიოში

მოთხოვნადი პროპესიები

ადა­მი­ა­ნე­ბი ადრე თუ ირ­ჩევ­დნენ იმ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც აინ­ტე­რე­სებ­დათ და უყ­ვარ­დათ, ახლა ეს შე­იც­ვა­ლა. მო­ზარ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, ჩა­ა­ბა­როს იმ ფა­კულ­ტეტ­ზე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში და­საქ­მე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო, იუ­რი­დი­უ­ლი სფე­რო იყო. თუმ­ცა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ სრუ­ლად შეც­ვა­ლა იმ­ჟა­მინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა. სწო­რედ ეს გახ­ლავთ ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ აბა­რებს ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბიზ­ნეს­ზე, კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე, ან იც­ვლის პრო­ფე­სი­ას.

ამ სა­კი­თხზე Hr.ge-ის (ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის) რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი ინგა შახ­ბა­ძი­ა­ნი გვე­სა­უბ­რა.

მისი თქმით, 2025 წელს თუ შე­ვა­ჯა­მებთ, თით­ქმის 50 200 გან­ცხა­დე­ბა გან­თავ­სდა Hr.ge-ის სა­იტ­ზე, 2024 წელს კი - 54 000. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, 2025 წელს, 2024 წელ­თან შე­და­რე­ბით, ვა­კან­სი­ე­ბის 7%-იანი კლე­ბა იყო.

თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, მათ­გან ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი რო­მე­ლი ვა­კან­სი­ე­ბია?

„ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სია გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფიქ­სირ­დე­ბო­და, რო­მელ­შიც შე­დის კონ­სულ­ტან­ტის, გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რის, გა­ყიდ­ვე­ბის აგენ­ტის ვა­კან­სია. გაყიდ­ვე­ბის კა­ტე­გო­რია ვა­კან­სი­ე­ბის 21%-ს წარ­მო­ად­გენს.

სას­ტუმ­რო - რეს­ტორ­ნის, კვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­კან­სი­ე­ბი - 13%, ად­მი­ნის­ტრა­ცია - 9%, სა­მე­დი­ცი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­კან­სი­ე­ბი - 8%, სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ვა­კან­სი­ე­ბი - 7%, ლო­ჯის­ტი­კა-დის­ტრი­ბუ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით - 6%, წარ­მო­ე­ბა - 5%, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, აიტი - 4%.

ეს არის ტოპ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი კა­ტე­გო­რია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ჩვენს სა­იტ­ზე თავ­სდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ინგა შახ­ბა­ძი­ა­ნი.

არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა უცხო­უ­რი და­საქ­მე­ბის სა­ი­ტებ­ზე. აშშ-ს შრო­მის სტა­ტის­ტი­კის ბი­უ­რომ შე­ა­ფა­სა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ზრდის რო­გორც აშშ-ში, ისე მსოფ­ლი­ო­ში ტემ­პი. ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­მო­ავ­ლი­ნეს 14 ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ბევ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი ჯან­დაც­ვა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში შე­დის.

⚪ მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რი - ის გან­სა­ზღვრავს ძი­რი­თად კი­თხვებს და იყე­ნებს მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მიდ­გო­მებს პა­სუ­ხე­ბის მო­სა­ძებ­ნად. ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მუ­შაო მო­ი­ცავს მო­ნა­ცემ­თა ნაკ­რებ­ში შაბ­ლო­ნე­ბის პოვ­ნას. მო­ნა­ცემ­თა ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას და კომ­პა­ნი­ის მას­შტა­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მას.

⚪ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი - მისი მო­ვა­ლე­ო­ბაა უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. ამავდრო­უ­ლად, იცავს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბას, რათა კომ­პა­ნი­ებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ძლი­ე­რი თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი.

⚪ ბაზ­რის კვლე­ვის ანა­ლი­ტი­კო­სი - ბაზ­რის კვლე­ვის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი კომ­პა­ნი­ის სა­ბაზ­რო სტრა­ტე­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან ისი­ნი იკ­ვლე­ვენ და გვაწ­ვდი­ან ქმე­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას კონ­კუ­რენ­ტე­ბის, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ახა­ლი ბაზ­რე­ბის შე­სა­ხებ.

⚪ ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი - ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სებს, მათ შო­რის მო­გე­ბა­სა და ხარ­ჯებს. ბიზ­ნეს­ში შე­მო­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი თან­ხე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის გარ­და, ისი­ნი ამუ­შა­ვე­ბენ სტრა­ტე­გი­ას ფი­ნან­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის.

⚪ IT მე­ნე­ჯე­რი - ისი­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბენ კომ­პა­ნი­ის ქსელ­სა და IT სერ­ვი­სებს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უ­ფერ­ხებ­ლად ჰქონ­დეთ წვდო­მა სა­ჭი­რო პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე.

⚪ პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შემ­ქმნე­ლი - ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ იმ პროგ­რა­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ბი­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე.