1740117600
ბელარუსი „კეთილსინდისიერი ბიზნესმენების“ სიას ადგენს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკო აპირებს, რომ „კეთილსინდისიერი ბიზნესმენების“ შეადგინოს. როგორც ის განმარტავს, სია პატიოსან მეწარმეებს არასაჭირო შემოწმებებისგან დაიცავს.
მისი სიტყვებით, სიის შედგენის შემდეგ, რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს და საგადასახადო ორგანოებს ბიზნესის წარმომადგენლების შემოწმება სამ წელიწადში ერთხელ მოუწევთ.
ამასთან, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო ბიზნესი და სახელმწიფო საწარმოები კონტროლის მექანიზმითაც თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სია იმ ბიზნეს სუბიექტებს გააერთიანებს, ვინც კანონებს იცავენ და გადასახადებსაც პატიოსნად იხდიან.
1740226200
ბელარუსი „კეთილსინდისიერი ბიზნესმენების“ სიას ადგენსბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკო აპირებს, რომ „კეთილსინდისიერი ბიზნესმენების“ შეადგინოს. როგორც ის განმარტავს, სია პატიოსან მეწარმეებს არასაჭირო შემოწმებებისგან დაიცავს.მისი სიტყვებით, სიის შედგენის შემდეგ, რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტს და საგადასახადო ორგანოებს ბიზნესის წარმომადგენლების შემოწმება სამ წელიწადში ერთხელ მოუწევთ.ამასთან, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო ბიზნესი და სახელმწიფო საწარმოები კონტროლის მექანიზმითაც თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ.ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სია იმ ბიზნეს სუბიექტებს გააერთიანებს, ვინც კანონებს იცავენ და გადასახადებსაც პატიოსნად იხდიან.
1740218460
აზიის უმდიდრესი ოჯახების სიაში მუკეშ ამბანის კლანი ლიდერობსBloomberg-ის 20 უმდიდრესი აზიური ოჯახის სიაში ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ოჯახური კლანი ლიდერობს.სიაში ინდოეთის, ტაილანდის, ჩინეთის, ინდონეზიის, მალაიზიისა და აზიის სხვა ქვეყნების ყველაზე მდიდარი ოჯახები მოხვდნენ.ამბანის კლანმა, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული კონგლომერატ Reliance Industries-ის მფლობელია, პირველი ადგილი 90,5 მლრდ დოლარის ფინანსური აქტივებით დაიკავა.ტოპ 20-ეულში მეორე ადგილზე 42,6 მლრდ დოლარის ქონებით ტაილანდელი ჩერავანტონის ოჯახია, რომელიც კომპანიების ჯგუფ Charoen Pokphand-ს ფლობს. ის სასურსათო პროდუქტებს აწარმოებს და მთელ აზიაში წამყვან სატელეკომუნიკაციო ბიზნესს მართავს.მესამე ადგილზე ინდონეზიელ ბანკირ ჰარტონოს ოჯახია, რომელიც 42,2 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს.ამბანის გარდა, Bloomderg-ის სიაში კიდევ ექვსი ინდოელი ოჯახი მოხვდა.ცნობისთვის: შვეიცარიული ფინანსური ჰოლდინგ UBS Group-ის მიხედვით, ინდოეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში მილიარდერების მთლიანი სიმდიდრე გასამმაგდა და ამჟამად 905,6 მლრდ დოლარს შეადგენს. თავად უმსხვილესი ინდოელი მილიარდერების რიცხვი ამ პერიოდის განმავლობაში გაორმაგდა და 300-ს მიუახლოვდა. ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 108 საოჯახო ბიზნესი, რომელთა კაპიტალი 1 მლრდ დოლარს აღემატება. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა.
1740208200
15 ყველაზე მაღალი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყანა მსოფლიოში - 2025 წლის მონაცემებიაშშ, რუსეთი და ჩინეთი - ეს ის სამი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვთ. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშის მიხედვით, ხუთეულში შედის ინდოეთი და საუდის არაბეთიც.ზოგადად, მზარდი საფრთხეების გამო, 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტი გლობალურად 2.46 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ მხრივ, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებმა ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდეს. 2023 წელს კი გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა 2.24 ტრილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტს, იმის გამო, რომ მონაცემები შეიძლება წლის ნებისმიერ დროს შეიცვალოს, ჯერჯერობით უცნობია.უსაფრთხოების გასაძლიერებლად ქვეყნები მუშაობას კვლავ აგრძელებენ.სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) დაითვალა მონაცემები და გამოავლინა 15 ქვეყანა მსოფლიოში, რომელთაც 2025 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი სამხედრო ბიუჯეტი აქვთ.წარმოგიდგენთ 15 ყველაზე მაღალი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყანას: 1. აშშ: 895 მილიარდი დოლარი 2. ჩინეთი: 266.85 მილიარდი დოლარი 3. რუსეთი: 126 მილიარდი დოლარი 4. ინდოეთი: 75 მილიარდი დოლარი 5. საუდის არაბეთი: 74.76 მილიარდი დოლარი 6. გაერთიანებული სამეფო: 71.50 მილიარდი დოლარი 7. იაპონია: 57 მილიარდი დოლარი 8. ავსტრალია: 55.70 მილიარდი დოლარი 9. საფრანგეთი: 55 მილიარდი დოლარი 10. უკრაინა: 53.70 მილიარდი დოლარი 11. გერმანია: 50 დოლარი 12. პოლონეთი: 48.70 მილიარდი დოლარი 13. თურქეთი: 47 მილიარდი დოლარი 14. სამხრეთ კორეა: 46.30 მილიარდი დოლარი 15. კანადა: 41 მილიარდი დოლარი
1740115500
21 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -6, -1°.აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი და და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით -5, 0°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -8, -3°.თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით 0°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -3°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -4°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -4°.ბათუმი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -2°.ქობულეთი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -3°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -2°.ხულო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -12°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -4°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -8°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -8°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -6°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -10°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6°, ღამით -17°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -8°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -5°, ღამით -10°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6 °, ღამით -12°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -9°.სტეფანწმინდა- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, შეს. ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6°, ღამით -17°.გუდაური- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, შეს. ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -7, ღამით -18°.თიანეთი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -12 °.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი, შეს. ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -7°, ღამით -18°.თელავი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -4°.ყვარელი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -5°.საგარეჯო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -4.სიღნაღი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -5°.დედოფლისწყარო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -6°.ლაგოდეხი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -3°.
1740115200
თბილისის ქუჩების ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, შტენბერგის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ლევან მაჭავარიანის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის (ნაწილობრივ) და ზეთისხილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.