ბილ გეიტსის ფონდი ქალთა ჯანმრთელობისთვის 2.5 მლრდ აშშ დოლარს დახარჯავს

ბილ გეიტსი

ბილ გეიტსის ფონდი ქალების ჯანმრთელობისთვის 2.5 მლრდ აშშ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ განცხადება თავად ფონდმა გააკეთა.

„ქალთა ჯანმრთელობა კვლავ იგნორირებულია, არასაკმარისად არის დაფინანსებული და განზეა დატოვებული. ძალიან ბევრი ქალი იღუპება პრევენციული მიზეზებით ან ცხოვრობს ცუდი ჯანმრთელობის პირობებში. ეს უნდა შეიცვალოს“, - წერს ფონდი.

კერძოდ, CNN-ის ცნობით, ინვესტიციები ხუთ ძირითად სფეროზე იქნება ფოკუსირებული: სამეანო მოვლა და დედის იმუნიზაცია; დედის ჯანმრთელობა და კვება; გინეკოლოგიური და მენსტრუალური ჯანმრთელობა; კონტრაცეპტული ინოვაციები; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

აღსანიშნავია, რომ გეიტსის ფონდი, ამ მიმართულებით, 2.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას 2030 წლამდე განახორციელებს.

ეს არის ერთ-ერთი პირველი დიდი ვალდებულება, რასაც გეიტსის ფონდი 2045 წლისთვის დაანონსებულ 200 მლრდ-იან საქველმოქმედო ინვესტიციის ფარგლებში იღებს.