ტრაგიკული ავარიის გამო Tesla-ს $243 მილიონის კომპენსაციის გადახდა დაევალა

მსოფლიო 1754374219
ტესლას ავტომობილები

ფლორიდის შტატის ფედერალურმა სასამართლომ 2019 წელს მომხდარ ტრაგიკულ ავტოკატასტროფაში ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla და მისი ავტოპილოტის სისტემა დაადანაშაულა.

2019 წლის აპრილში ავტოავარია, რომელსაც ერთი ადამიანის დაღუპვა და ორის ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მოჰყვა, მას შემდეგ მოხდა, რაც Tesla Model S, რომელიც ავტოპილოტის რეჟიმზე იმყოფება, პარკინგის ზონაში გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. 6-წლიანი სასამართლო პროცესის შემდგომ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებულ მხარეებს, რომელიც ავტოკომპანიის გარდა მანქანის მძღოლსაც მოიცავდა, $129 მილიონის საკომპენსაციო, ხოლო $200 მილიონის საჯარიმო დავალიანებების გადახდა დაავალა.

საგულისხმოა, რომ სასამართლომ სხდომაზე ილონ მასკის განცხადებები და კომენტარები გამოიყენა, სადაც იგი საუბრობდა ავტოპილოტის რეჟიმის უპირატესობებზე და მას ადამიანურ შესაძლებლობებზე უპირატესად მიიჩნევდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი ავტოპილოტის სისტემას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა. ექსპერტთა მოსაზრებით, აღნიშნული შემთხვევის შემდგომ მსგავსი სისტემის გარშემო არსებული რეგულაციური შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. ასევე აღსანიშნია, რომ სასამართლო სხდომიდან მალევე Tesla-ს აქციების ღირებულება 1,8%-ით შემცირდა.