როგორ იშოვა 16 წლის ბიჭმა მილიონები Roblox-ში?

მსოფლიო 1754374166
Roblox

2025 წლის მარტში, 16 წლის სკოლის მოსწავლემ, მეტსახელით BMWLux, პოპულარულ თამაშ Roblox-ში ახალი თამაში “Grow a Garden” (გააშენე ბაღი) შექმნა.

ახალი და უნიკალური გამოცდილების მიღების სურვილმა უკვე უამრავი ადამიანი მიიზიდა და იმ ნიშნულსაც მიაღწია, როცა Grow a Garden-ს ერთდროულად 21.6 მილიონი ადამიანი თამაშობდა. ამ მაჩვენებლით Roblox-ის ბაზაზე შექმნილმა თამაშმა Fortnite-ის რეკორდიც კი მოხსნა.

ჯამურად, მარტის შემდეგ Grow a Garden-ის სათამაშოდ Roblox-ში გეიმერები 20 მილიარდჯერ შევიდნენ. შედეგად, თამაშის 16 წლის შემქმნელმა, BMWLux-მა უკვე გამოიმუშავა 11 მილიონი დოლარი. მან წილების ნახევარიც კი გაყიდა, თუმცა ნახევარს, 50%-ს კვლავ ინარჩუნებს.

თამაშის პოპულარობის მიზეზი ის მარტივი, ნაკლებად დაძაბული გარემოა, რომელიც მოთამაშეებს ხვდებათ. გეიმერმა უნდა დარგოს მცენარე, მოიყვანოს და აკრიფოს მოსავალი, ივაჭროს და თუ საჭიროა, მოპაროს კიდეც სხვას. ამ ყველაფერს კი მეტ სიმყუდროვეს ის კლასიკური და წყნარი მუსიკა სძენს, რომელიც თამაშის დაწყებიდან ირთვდება. Grow a Garden, გარკვეულწილად, Minecraft-ისა და Animal Crossing-ის ნაზავია.