„ჩემი გოგრა 500 კილოზე მეტია - თესლი არ არის ქართული, არც ჰიბრიდია, ასეთი ჯიშია - ატლანტიკური გიგანტი ჰქვია“

გოგრა

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მახ­სოვს, სო­ფელ მარ­ტყოფ­ში მო­იყ­ვა­ნეს 3 გი­გან­ტუ­რი გოგ­რა, რო­მელ­ზეც ვწერ­დი კი­დეც, მაგ­რამ მათ­გან ამ­ხე­ლა არც ერთი ყო­ფი­ლა. ეს ნამ­დვი­ლი გი­გან­ტია, - 500 კი­ლოგ­რამ­ზე მე­ტია და რაც მთა­ვა­რია, ზრდას ჯერ კი­დევ აგ­რძე­ლებს. ზღაპ­რუ­ლი და ჯა­დოს­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს. ინ­ტერ­ნეტ­ში გი­გან­ტუ­რი გოგ­რის ვი­დე­ო­ებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"ჩერ­ნო­ბი­ლი­და­ნაა? კვა­ხი 500 კილო კი არა, 50 კი­ლომ­დეც არ იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და თა­ნაც სა­მეგ­რე­ლო­ში" - წე­რენ გა­ო­ცე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სოცქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

მისი მომ­ყვა­ნი ირაკ­ლი ჯღარ­კა­ვაა, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­სოფ­ლი­დან, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს გი­გან­ტუ­რი გოგ­რის ამ­ბავს უყ­ვე­ბა:

- ამ გოგ­რის თეს­ლი არ არის ქარ­თუ­ლი, არც ჰიბ­რი­დია, უბ­რა­ლოდ, ასე­თი ჯი­შია - ატ­ლან­ტი­კუ­რი გი­გან­ტი ჰქვია. თეს­ლი კა­ნა­დი­დან გა­მო­ვი­წე­რე. იქ ხალ­ხს ასე­თი გი­გან­ტუ­რი პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნა ჰო­ბად და სა­მოყ­ვა­რუ­ლო სპორ­ტა­დაც კი აქვთ ქცე­უ­ლი. შე­ჯიბ­რე­ბე­ბი იმარ­თე­ბა, ატა­რე­ბენ ფეს­ტი­ვა­ლებს. ყვე­ლა­ზე დიდი მსოფ­ლიო რე­კორ­დი, რაც გი­გან­ტუ­რი გოგ­რის მოყ­ვა­ნის კუ­თხით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა - 1247 კი­ლოგ­რა­მია. სა­ერ­თოდ, ბოლო 10 წე­ლია, აგ­რო­ნო­მი­უ­ლი თე­მე­ბი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს, მომ­წონს, ფაქ­ტობ­რი­ვად ჩემი ჰო­ბია. ამ გოგ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას 3 წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში წა­ვა­წყდი. და­მა­ინ­ტე­რე­სა, იქ­ნებ მეც გა­მო­მი­ვი­დეს-მეთ­ქი. კა­ნა­და­ში იქა­უ­რებს და­ვე­კონ­ტაქ­ტე, რომ­ლებ­მაც თეს­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. შარ­შან პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა თბი­ლის­ში, ჩემს აი­ვან­ზე მქონ­და. დავ­თე­სე, ნერ­გი გავ­ზარ­დე, მაგ­რამ ის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა არ გა­მო­მი­ვი­და, რად­გან აი­ვან­ზე მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი არ მქონ­და. მცე­ნა­რემ პა­ტა­რა ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ტა­ნა, თუმ­ცა შემ­დეგ ქარ­მა და­მიმ­ტვრია. მერე ზრდა შე­ა­ჩე­რა და მცე­ნა­რე მოკ­ვდა.

- მაგ­რამ წელს ისევ სცა­დეთ და­გე­თე­სათ?

- რა თქმა უნდა. წელს სო­ფელ­ში აპ­რილ­ში ჩა­მო­ვე­დი, ერთი ცალი ჩი­თი­ლი გა­მო­ვიყ­ვა­ნე. და­თეს­ვი­დან ერთი თვე შე­ნო­ბა­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის ქვეშ მქონ­და, რად­გან გა­რეთ სი­ცი­ვე იყო და ღია გრუნ­ტში ვერ გა­დამ­ქონ­და. არ და­მიკ­ლია მოვ­ლა, პატ­რო­ნო­ბა, ყუ­რა­დღე­ბა, შრო­მა... სა­ნამ ღია გრუნ­ტში გა­და­ვი­ტან­დი, ნი­ა­დაგ­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­სუ­ქი შე­ვი­ტა­ნე და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც სა­ჭი­რო იყო. შემ­დეგ 1-ელ ივ­ნისს, ჩი­თი­ლი ღია გრუნ­ტში გა­და­ვი­ტა­ნე და ასე­თი შე­დე­გი მაქვს. ერთი ცალი თეს­ლით ეს გი­გან­ტი გოგ­რა მი­ვი­ღე. მისი ზრდის პრო­ცეს­ში მი­ნე­რა­ლურ სა­სუ­ქებს ვაწ­ვდი­დი. ეს ისე­თი მცე­ნა­რეა, რაც უფრო მეტს "აჭ­მევ", უკე­თესს შე­დეგს გაძ­ლევს. 7 ივ­ლისს უკვე მდედ­რო­ბი­თი ყვა­ვი­ლი გა­მო­ა­ჩი­ნა. ხე­ლოვ­ნუ­რად და­იმ­ტვე­რა. მერე შევ­ფუ­თე, რომ სხვა მტვე­რი, მწე­რი არ მოხ­ვედ­რო­და. ეს იმის­თვის, რომ თეს­ლი 100%-ით და­მეც­ვა და იგი­ვე ყო­ფი­ლი­ყო.

- ნა­ყო­ფის გაზ­რდას რა დრო დას­ჭირ­და - რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით იზ­რდე­ბო­და?

- ზო­გა­დად ამ მცე­ნა­რის და­თეს­ვი­დან მო­სავ­ლის აღე­ბამ­დე 120-130 დღეა სა­ჭი­რო. ჩემს გოგ­რას ეს პე­რი­ო­დი უკვე გა­და­ლა­ხუ­ლი აქვს, მაგ­რამ ჯერ კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ზრდას კი­დევ აგ­რძე­ლებს. მისი ზრდა დღე­ში 15 კი­ლოგ­რა­მამ­დე აღ­წევ­და.

- ამას რო­გორ იგებ­დით?

- სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა, სა­დაც ზო­მე­ბი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბა­ში შეგ­ყავს და და­ახ­ლო­ე­ბით წო­ნას გი­წერს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩემი გოგ­რა 500 კი­ლო­ზე მე­ტია. ჯერ რად­გან ისევ ყუნ­წზეა და არ მო­მიჭ­რია, მისი რე­ა­ლუ­რი წონა არ ვიცი, მაგ­რამ რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი წე­რენ, მხო­ლოდ პა­ტა­რა ცდო­მი­ლე­ბაა პროგ­რა­მის მიერ და­წე­რილ წო­ნა­სა და რე­ა­ლურს შო­რის. მოკ­ლედ, ჯერ ისევ ყუნ­წზეა და კი­დევ ვაკ­ვირ­დე­ბი.

- დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯიში ხომ არ არის?

- საჭ­მე­ლად ამას არა­ვინ იყე­ნებს. ამის მოყ­ვა­ნა უფრო ჰო­ბია და შე­ჯიბ­რი რე­კორ­დე­ბის­თვის. დე­და­მი­წა­ზე მცე­ნა­რე­ებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნა­ყო­ფი ამ კონ­კრე­ტულ ჯიშს აქვს. რო­გორც გი­თხა­რით, არ არის გა­მოყ­ვა­ნი­ლი, არც გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. საკ­ვე­ბად არც მე და­მი­თე­სავს, თუმ­ცა რომ და­იჭ­რე­ბა, ინ­ტე­რე­სის გამო გე­მოს გა­ვუ­სინ­ჯავთ. მა­ნამ­დე კი აუ­ცი­ლებ­ლად ავ­წო­ნით.

- სა­ქარ­თვე­ლოს რე­კორ­დე­ბის ფე­დე­რა­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნეთ?

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ მივ­წე­რე ინ­ტერ­ნე­ტით, ფო­ტო­ე­ბიც გა­ვუგ­ზავ­ნე. რო­გორც სა­იტ­ზე უწე­რი­ათ,10 სა­მუ­შაო დღე უნდა, რომ სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლონ. ამი­ტომ, ჯერ ფე­დე­რა­ცი­ის პა­სუ­ხი არ ვიცი... ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თვი­თონ ეს იდეა გახ­დეს პო­პუ­ლა­რუ­ლი. სო­ფელ­ში ბევ­რი მსურ­ვე­ლია, რომ მო­მა­ვალ წელს და­თე­სოს. ამას რაც მეტი გა­ა­კე­თებს, უკე­თე­სია. ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა, რომ თა­ვად გაზ­რდის პრო­ცე­სიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სი­ა­მოვ­ნო და აზარ­ტუ­ლია. თან, მარ­ტო მე რომ მაქვს და ვზრდი, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო არ არის, თუ მე­ზო­ბე­ლიც მო­იყ­ვანს, სა­კითხს უკვე სხვა­ნა­ი­რად შევ­ხე­დავ.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ბრძან­დე­ბით?

- ეკო­ნო­მის­ტი, ფი­ნან­სე­ბი და სა­ბან­კო საქ­მე მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მა­გის­ტრა­ტუ­რა - მე­ნე­ჯმენ­ტის კუ­თხით. პრო­ფე­სი­ით არ­ცერ­თი დღე არ მი­მუ­შა­ვია. ვმუ­შა­ობ­დი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში, აი­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, აგ­რო­ნო­მია კი ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ტა­ცე­ბაა. ეზო­ში სათ­ბუ­რის კარ­კა­სი მაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, გა­და­ხუ­რუ­ლი არის, სა­დაც წელს 1000 ძირი პა­მი­დო­რი დავრგე. მო­ვი­და, მაგ­რამ დიდი ნა­წი­ლი წვი­მებ­მა გა­მი­ფუ­ჭა - წელს ჭარ­ბი ნა­ლე­ქი იყო. ახლა რომ ავი­ღებ ამ ყვე­ლა­ფერს, ვა­პი­რებ, რომ სათ­ბუ­რი გა­დავ­ხუ­რო. შემ­დეგ კი პა­მიდვ­რის ჩი­თი­ლებს თა­ვი­დან დავრგავ. მაქვს ასე თხი­ლი, მაგ­რამ ცოტა რთუ­ლად მო­სავ­ლე­ლი კულ­ტუ­რაა და ამი­ტომ, მინ­და ამო­ვი­ღო და ად­გი­ლი სხვა კულ­ტუ­რებს და­ვუთ­მო... 20 წელი აქ არ ვცხოვ­რობ­დით და ამის გამო ბევ­რი რამ გა­ფუჭ­და... სო­ფე­ლი თუ არ იქნა ძლი­ე­რი, ქვე­ყა­ნას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. უნდა მო­ვინ­დო­მოთ და შრო­მა არ უნდა და­ვი­ზა­როთ. მეც ვი­ყა­ვი სას­წავ­ლად სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­სუ­ლი, კარგ სამ­სა­ხურ­საც მთა­ვა­ზობ­დნენ, კარგ ანა­ზღა­უ­რე­ბას, დარ­ჩე­ნის შან­სი იყო, მაგ­რამ ვერ გავ­ჩერ­დი და წა­მო­ვე­დი. ყვე­ლამ უნდა ვცა­დოთ და მოვ­სინ­ჯოთ მი­წას­თან შრო­მა. ვინ იცის, იქ­ნებ გა­მო­ვი­დეს.