1758106980
რა ქონებას ფლობს სკანდალში გახვეული ამერიკელი რეპერი P. Diddy

ამერიკელი რეპერის, მომღერლის, პროდიუსერის, მეწარმისა და დიზაინერის, P. Diddy-ის ქონება 2024 წლის მდგომარეობით 600 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Celebritynetworth-ი ავრცელებს.
P. Diddy-მა 90-იანი წლების ბოლო პირველი წარმატებული რეპ ალბომი გამოუშვა, რითაც კარიერაში პირველი გრემიც მიიღო. რეპერმა მოგვიანებით საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და ალკოჰოლური სასმელების ბრენდიც დააფუძნა.
მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეპერმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა თავისი ბიზნესებიდან. ყველაზე წარმატებული კი ალკოჰოლური სასმელების კომპანია Diageo-სთან პარტნიორობა გახდა.
2013 წელს აღნიშნულმა ორმა ბრენდმა ტეკილას ბრენდი DeLeon შეიძინეს. მისი სიმდიდრის ძირითადი წილი ბრენდ Cîroc-დან იყო, თუმცა გარიგება ოფიციალურად 2024 წლის იანვარში დასრულდა. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, რეპერი ყოველწლიურად Cîroc-დან 60 მილიონ დოლარზე მეტის მოგებას ნახულობდა.
რეპერის შემოსავლის დიდი წყარო Bad Boy Records-დან მოდის, მისი ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღწევდა. ამასთანავე, ჯერ კიდე 2013 წელს Forbes-ი წერდა, რომ მისი ქონება 200 მილიონ დოლარს აჭარბებდა, რაც მეტწილად AQUAhydrate Water-ში მისი წილის წყალობით იყო.
რეპერი იკავებდა Revolt TV-ის თავმჯდომარის თანამდებობასაც და პოზიცია 2023 წლის ბოლოს, მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ სამი სარჩელი შეიტანეს.
P. Diddy ასევე ფლობს შონ ჯონის ტანსაცმლის ეტიკეტს, რომელმაც 2016 წელს გაყიდვებიდან 450 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მან იმავე წელს ბრენდის 90% გაყიდა.
ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, რეპერი არაერთ სკანდალში გაეხვა, მათ შორის მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მთელი რიგი სასამართლო პროცესები. 2024 წლის სექტემბერში P. Diddy დააკავეს. ის სექსუალურ ტრეფიკინგში, ძალადობასა და ხალხის პროსტიტუციაში ჩართვაშია ბრალდებული.
1758019349

1758100490
რუსები საახალწლოდაც საქართველოს ირჩევენ - ქვეყანა პოპულარობით მეორე ადგილზეარუსების 24% საახალწლოდ საქართველოში, სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გეგმავს დასვენებას, ხოლო 40%-ზე მეტი შიდა მიმართულებებს ირჩევს. ამის შესახებ მატარებლისა და ავიაბილეთების მოძიება-შეძენის სერვის “კუპიბილეტის” კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.გამოკითხვაში 1500-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.ამდენად, საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირა ქვეყნები პოპულარობით მეორე ადგილზეა, ხოლო სამეულს აზიის ქვეყნები, კერძოდ, ტაილანდი, ვიეტნამი და მალდივები ხურავს, სადაც საახალწლოდ რუსების 13%-ს სურს დასვენება.ამასთან, გამოკითხული რუსების, დაახლოებით, 50% მზად არის, მომავალი ახალი წლის მოგზაურობაში 100 000-დან 150 000 რუბლამდე (1200-დან 1800 დოლარამდე) დახარჯოს, ხოლო 42% 50 000 რუბლამდე (600 დოლარის) დახარჯვას გეგმავს. კვლევის თანახმად, მოგზაურთა უმრავლესობის ბიუჯეტი წინა წლების ანალოგიურია.ცნობისთვის: აფხაზეთში წლევანდელ ზაფხულს, გასულ წელთან შედარებით, რუსების დაჯავშნები ყველაზე მეტად, ანუ სამჯერ გაიზარდა. შემდეგი თურქეთის სასტუმროები და განსახლების ობიექტებია, რომლებსაც რუსები ორჯერ უფრო ხშირად ჯავშნიდნენ.პოსტსაბჭოთა სივრცეში წლევანდელ ზაფხულს ინტერესი, განსაკუთრებით, ყაზახეთში გაიზარდა, სადაც გასულ წელთან შედარებით დაჯავშნების 64%-იანი ზრდა დაფიქსირდა, შემდეგი 55%-ით სომხეთი, ხოლო საქართველო 37%-იანი ზრდით მესამე ადგილზეა. მოთხოვნის ზრდით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ყირგიზეთი (+27%), უზბეკეთი (+16%), საფრანგეთი (+21%), ესპანეთი (+15%) და იტალია (+5%).ამასთან, წლევანდელ ზაფხულს დასასვენებლად ტოპ 3-ეულის ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებას შორის ბელარუსი, თურქეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონი აფხაზეთია. მიზეზად რუსები კარგ სატრანსპორტო ხელმისაწვდომობასა და უვიზო მიმოსვლას ასახელებენ. 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებაში, ასევე, შედის საქართველო, ყაზახეთი, სომხეთი, ტაილანდი, იტალია, უზბეკეთი და ჩინეთი.საერთო ჯამში, წლევანდელ ზაფხულს რუსების მხრიდან საზღვარგარეთ სასტუმროების დაჯავშნების რაოდენობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.bpn.ge
1758001380
16 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით შესაძლებელია ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°, ზოგან +22°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +15 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +18°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +18°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +7°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +10°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +12°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +8°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +14°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.
1757919563
დიელა – პირველი მინისტრი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნაციფრული ასისტენტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება სამთავრობო სერვისების ონლაინნავიგაციაში, გახდა პირველი ხელოვნური ინტელექტის მინისტრი მსოფლიოში. კაბინეტის ახალი წევრი ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ წარადგინა.დიელა, რაც ალბანურად მზეს ნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვების საკითხს უხელმძღვანელებს.ის აქამდე კონსულტაციებს უწევდა მომხმარებლებს სახელმწიფო e-Albania პორტალზე და ეხმარებოდა მათ ბიუროკრატიული ამოცანების შესრულებაში.„დიელა, კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ იმყოფება ადგილზე, მაგრამ ვირტუალურად შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ. ის ხელს შეუწყობს ალბანეთის ისეთ ქვეყნად გადაქცევას, სადაც სახელმწიფო ტენდერები 100%-ით თავისუფალია კორუფციისგან“, – განაცხადა ედი რამამ.დიელა, რომელიც e-Albania პორტალზე ტრადიციულ ალბანურ კოსტიუმშია გამოწყობილი, სახელმწიფო შესყიდვებს უხელმძღვანელებს.მისი უფლებამოსილება იქნება, გამოავლინოს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულები. ეს ფუნქცია ეტაპობრივად ჩამოერთმევათ სამინისტროებს და სრულად დიელა გადაიბარებს.დიელა შეისწავლის ყველა ტენდერს, რომლებსაც მთავრობა კერძო კომპანიებთან აფორმებს. პრემიერ რამას მიაჩნია, რომ ამ გზით ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრება კორუფცია.სახელმწიფო ტენდერები დიდი ხანია კორუფციული სკანდალების წყაროა ალბანეთში. ტირანაში ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ახალ მინისტრს შეუძლია.euronewsgeorgia.com
1757835054
საპნის ექსპორტი გაორმაგდა - სად ვყიდით ქართულ საპონს?საქართველოდან საპნის ექსპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 2,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 625 ტონა საპონი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1,1 მლნ აშშ დოლარის 290 ტონა საპნის ექსპორტი განხორციელდა.მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები შემდეგნაირია: 2025 წლის იანვარ-ივლისი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 175 ტონა 2024 წლის იანვარ-ივლისი - 621 800 აშშ დოლარი - 83 ტონა რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, თუ მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს ვნახავთ, საქართველოში წარმოებული საპნის მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, მეორე ადგილას კი ლიეტუვაა. რაც შეეხება top-10 საექსპორტო ბაზარს, მათი ჩამონათვალი 2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, შემდეგნაირია: აშშ - 490 200 აშშ დოლარი - 7 ტონა ლიეტუვა - 268 700 აშშ დოლარი - 6 ტონა სომხეთი - 165 900 აშშ დოლარი - 89 ტონა თურქეთი - 141 500 აშშ დოლარი - 52 ტონა აზერბაიჯანი - 34 600 აშშ დოლარი - 9 ტონა რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში საპნის შემოტანის მაჩვენებლებიც გაზრდილია, თუმცა მცირედით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 20,9 მლნ აშშ დოლარის 9 372 ტონა საპონი შემოვიტანეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 19 მლნ აშშ დოლარის 8 491 ტონა.საქართველოში საპონი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოგვაქვს.Top-5 საპნის საიმპორტო ბაზარი კი შემდეგია: თურქეთი - 7,9 მლნ აშშ დოლარი - 6306 ტონა საფრანგეთი - 2,5 მლნ აშშ დოლარი - 206 ტონა რუსეთი - 1,2 მლნ აშშ დოლარი - 526 ტონა ჩეხეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 288 ტონა აშშ - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 144 ტონა
1757834820
164 მლნ დოლარის ხელფასი წელიწადში - ვინ არიან ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO აშშ-შიAssociated Press-მა ჩაატარა კვლევა, S&P 500 კომპანიების 344 აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების მონაცემები გამოითვალა.საქმე ეხებათ ისეთ დირექტორებს, რომლებმაც თავიანთ კომპანიებში მინიმუმ ორი სრული ფისკალური წელი იმსახურეს და რომლებმაც 1 იანვრიდან 30 აპრილამდე დეკლარაცია შეავსეს.ტოპ-5 აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ში, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავეს: რიკ სმიტი (Axon Enterprises) – 164.5 მლნ აშშ დოლარი; ლორენს კალპი (GE Aerospace) – 87.4 მლნ აშშ დოლარი; ტიმ კუკი (Apple) – 74.6 მლნ აშშ დოლარი; დავიდ გიტლინი (Carrier Global) – 65.6 მლნ აშშ დოლარი; ტედ სარანდოსი (Netflix) – 61.9 მლნ აშშ დოლარი. ასევე, აღმასრულებელი დირექტორების საშუალო წლიური ანაზღაურება 9.7%-ით გაიზარდა და 17.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების საშუალო თანამშრომელი 85 419 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, რაც წინა წელთან შედარებით 1.7%-იანი მატებაა.