LVMH „ფორმულა 1“-ის პარტნიორი გახდა

მსოფლიო 1728120960
 „ფორმულა 1“

ფუფუნების საქონლის ფრანგული მწარმოებელი LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE–მ ათწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა Liberty Media-სთან – „ფორმულა 1“-ის რბოლების ორგანიზატორთან.

მხარეთა ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, შეთანხმება მომავალი სეზონის დასაწყისში დაიწყებს მოქმედებას და მოიცავს LVMH ბრენდების ყოფნას სარბოლო ღონისძიებებზე, შეზღუდული თემატური კოლექციების და ექსკლუზიური კონტენტის შექმნას.

გარიგების ფინანსური პირობები და სხვა დეტალები არ ხმაურდება. ახალი ინფორმაცია 2025 წელს გაჟღერდება.

Liberty Media-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ მაფეიმ აღნიშნა, რომ ფორმულა 1-მა უკვე ითანამშრომლა LVMH-ის ერთ-ერთ ბრენდთან გასულ წელს ლას-ვეგასის გრან პრიზე და ეს თანამშრომლობა წარმატებული იყო.

LVMH, რომელსაც აკონტროლებს ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო, 75 ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა Louis Vuitton, Hennessy, TAG Heuer, Hublot, Tiffany, Christian Dior და Givenchy.

interfax