ლისაბონი პირველად დასახელდა ევროპის საუკეთესო კულინარიულ მიმართულებად

მსოფლიო 1728029444
კულინარია

პორტუგალიის დედაქალაქმა, ლისაბონმა, პირველად მიიღო პრიზი როგორც ევროპაში საუკეთესო კულინარიულმა მიმართულებამ, World Culinary Awards – ზე. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჯილდოს გადაცმა მოხდა დუბაიში გამართულ ცერემონიაზე, ხოლო პორტუგალიის დედაქალაქის კონკურენტი ქალაქები იყვნენ ბარსელონა, კოპენჰაგენი, ფლორენცია, ლონდონი, პარიზი და ვენა.

გასტრონომია ტურისტული ადგილის არჩევისას ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია და ლისაბონი დიდი ხანია ცნობილია თავისი მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის შეთავაზებით.

ტრადიციული სამზარეულოს ტიპირი დაწესებულებებიდან დაწყებული სპეციალიზებული რესტორნებით და მიშლენის ვარსკვლავიანი შეფ-მზარეულებით, რომლებიც ხელახლა ახდენენ კლასიკურ გემოს ინტერპრეტაციას, ფართო არჩევანი იზიდავს მომხმარებელს მთელი მსოფლიოდან.