1735378680
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, განისაზღვრება.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1735627578
რომელია 2024 წლის ყველაზე დიდი ბიზნესგარიგებები - Forbes-ის რეიტინგიწელს შერწყმა-შთანთქმის (Mergers and acquisitions-M&A) გლობალური აქტივობის საერთო დონე 3.5 ტრლნ დოლარს მიაღწევს, რაც, გასული წლის 3.2 მლრდ დოლართან შედარებით, ზომიერი, 15%-იანი ზრდაა.ამის შესახებ Dealogic-ის ბოლო ანგარიშში, Bain & Company-ში წერია, რასაც Forbes ავრცელებს.თუმცა ხანგრძლივი მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული მარეგულირებელი გარემოს შედეგად M&A-ს წლევანდელი გარიგებების ჯამური ოდენობა კვლავ შორსაა 2021 წლის პიკური მაჩვენებლისგან, რამაც 6.1 ტლნ დოლარი შეადგინა.2024 წლის ყველაზე დიდი გარიგება მაისში, ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources-ის 64.5 მლრდ დოლარად შეძენა იყო, რამაც ტეხასის პერმის აუზში ნავთობისა და გაზის გიგანტის ყოფნა გააორმაგა.სიდიდით მეორე გარიგება Mars-ის მიერ 35.9 მლრდ დოლარად Kellanova-ს შეძენაა, რითაც სნეკების ბაზარზე გიგანტი შეიქმნა.მესამე უმსხვილესი გარიგება Capital One-ის მიერ 35.3 მლრდ დოლარად Discovery Financial-ის შესყიდვის შეთავაზებაა, რაც აშშ-ის სამომხმარებლო ბანკინგის ინდუსტრიას შეარყევს, თუმცა პოლიტიკურ ზეწოლას აწყდება და ჯერ არ დახურულა.2024 წელს გამოცხადებული ან დასრულებული 10 უმსხვილესი გარიგებიდან ორი კერძო საინვესტიციო კომპანიას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი რვა კორპორაციებს შორის გაფორმდა.აშშ-ის ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Albertson-ის მიერ 25 მლრდ დოლარად კომპანია Kroger-ის შთანთქმა დაბლოკეს, რაც წელს მეხუთე ყველაზე დიდი გარიგება იქნებოდა.2024 წელს დასრულებული ან ოფიციალურად გამოცხადებული M&A-ს 10 ყველაზე დიდი გარიგებაა: ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources - 64.5 მლრდ დოლარი Mars-ის მიერ Kellanova - 35.9 მილიარდი დოლარი Capital One-ის მიერ Discovery Financial - 35.3 მლრდ დოლარი Synopsys-ის მიერ Ansys - 35 მლრდ დოლარი Silver Lake-ის მიერ Endeavor - 25 მლრდ დოლარი Verizon-ის მიერ Frontier Communications - 19.6 მლრდ დოლარი Home Depot-ის მიერ SRS Distribution - 18.25 მლრდ დოლარი Novo Holdings-ის მიერ Catalent -16.5 მლრდ დოლარი Truist Financial Corp-ის მიერ Trust Insurance Holdings - 15.5 მლრდ დოლარი Hewlett Packard Enterprise-ის მიერ Juniper Networks - 14 მლრდ დოლარი არსებული პროგნოზით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ანტიმონოპოლიური კონტროლი შემსუბუქდება. ასევე, საპროცენტო განაკვეთების დამატებითმა შემცირებამ შესაძლოა, ახალ მსხვილ გარიგებებს ხელი შეუწყოს. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი 2025 წელს, სექტემბერში პროგნოზირებულ ოთხ შემცირებასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთის მხოლოდ ორ შემცირებას გეგმავს. ამდენად, დაბალმა განაკვეთებმა, ანტიმონოპოლიურის სუსტმა კონტროლმა და ტრამპის მიერ გადასახადების 2017 წლის მსგავსი შემცირების მოსალოდნელმა განახლებამ 2025 წლისთვის გარიგებების ოდენობა შესაძლოა, 4 ტრლნ დოლარამდე გაზარდოს.2025 წელს M&A-ს დამკვირვებლები ისეთ ტრანზაქციებს მოელიან, როგორიც არის Alphabet-ის შეთავაზება CRM-პროვაიდერ HubSpot-ის ან კიბერუსაფრთხოების კომპანია Wiz-ის შეძენაზე, ასევე, ნახევარგამტარების მწარმოებელ Qualcomm-ის მიერ ჩიპების მწარმოებელ Intel-ის შესყიდვა და ლეიბების მიმწოდებელ Tempur Sealy-ის 4 მლრდ დოლარის შეჩერებული წინადადება კონკურენტ Mattress Firm-ის შესყიდვაზე. ამასთან, განხილვის პროცესშია კიდევ ერთი მეგაგარიგება, რომელიც 7-Eleven-ის მიერ 60 მლრდ დოლარად ოპერატორ Seven & i-ის შესყიდვას ეხება და რაც შესაძლოა, 2025 წლის რეიტინგის სათავეში მოხვდეს.bpn.ge
1735627432
ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება ნახევარი მილიონიდან 2 მილიონ დოლარამდე ღირსაშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა 0,5 მლნ-დან 2 მლნ დოლარამდე უნდა გადაიხადონ, - აღნიშნულის შესახებ USA TODAY წერს.ტრამპის გუნდმა შემოიტანა დონორებისთვის შეღავათების სია. შეღავათები, რომლის შესახებაც პირველად New York Times-მა დაწერა, მოიცავს ექვს ბილეთს რვა სხვადასხვა ღონისძიებაზე 17 იანვრიდან 20 იანვრამდე.დონორები, რომლებიც გასცემენ $50,000-ს ან შეაგროვებენ $100,000-ს, იღებენ ორ ბილეთს ინაუგურაციის წინა შაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე და მიღებაზე, ასევე სასტუმროს ოთახებს და მიიწვევენ 20 იანვარს ფიცის დადების ცერემონიასა და აღლუმზე. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ისინი, ვინც ან 1 მილიონ დოლარს გასცემენ, ან 2 მილიონ დოლარს შეაგროვებენ, მიიღებენ ორ ადგილს 18 იანვარს ვახშამზე არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან და მის მეუღლესთან, უშა ვენსთან.ინაუგურაციის ღონისძიებებზე დონორებისთვის ხელმისაწვდომობის მინიჭების პრაქტიკა უჩვეულო არ არის, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ფიცის დადების ზეიმებზე დასწრებაც მსგავსი წესით გაყიდეს.
1735564847
აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 11 ათასი ტონით გაიზარდაოქტომბერში ციტრუსის სეზონის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 32,234 ტონა მანდარინი გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე 11 ათასი ტონით, ხოლო მთლიან 2023 წელთან შედარებით, 8 ათასი ტონით მეტია.ამის შესახებ TASS-ს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ასიდა კვიცინიამ განუცხადა.შარშან იმავე პერიოდში სულ 20,531 ტონა, ხოლო მთლიან წელს 24,519 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული.რუსეთის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს მონაცემებით, ამჟამად ციტრუსის ექსპორტის პიკია და აფხაზეთიდან რუსეთში დღეში ათას ტონამდე მანდარინი შედის, ხოლო საბაჟო კონტროლს, საშუალოდ, 200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გადის.კრასნოდარის მხარის საბაჟო სამსახურის პრესმდივან მარინა ჟუპანოვას ცნობით, აფხაზეთიდან “ტონობით სურნელოვანი ტვირთი” სოჭში, კრასნოდარში, დონის როსტოვში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში იგზავნება.“მანდარინის გარდა, რუსეთში ექსპორტირებულია 130 ტონა ფორთოხალი, 270 ტონა ლიმონი და 800 ტონა ფეიხოა.აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის პროგნოზი 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალს შეადგენს. როგორც წესი, თითქმის, მთელი მოსავალი რუსეთში გადის. ექსპორტი მარტამდე გრძელდება, პიკი კი დეკემბერში, წინასაახალწლო დღეებშია.ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.აღსანიშნავია, რომ რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.ზოგადად, რუსეთში საახალწლოდ მანდარინის მკვეთრ, ანუ 20-30%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მოსავლის შემცირების მიზეზებს შორის თურქეთში უამინდობას, ხოლო ესპანეთში წყალდიდობას, ასევე, მაროკოდან მანდარინის მიწოდების ლოგისტიკასა და გადახდებში სირთულეებს ასახელებენ. ნოემბერში მანდარინზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 92 რუბლამდე (0.87 დოლარამდე) გაიზარდა, საახალწლოდ კი, დაახლოებით, 300 რუბლამდე (2,9 დოლარამდე) ზრდას მოელიან. საბითუმო ფასი მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მიმწოდებლისგან შესყიდვა უკვე, დაახლოებით, 250 რუბლი (2,5 დოლარი) ღირს, ხოლო მყიდველს შესაძლოა, დაახლოებით, 400 რუბლი (4 დოლარამდე) დაუჯდეს.
1735562169
რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული 5 საშობაო დეკორაციამთელი წლის მოლოდინის შემდეგ, დადგა ის პერიოდიც, როდესაც დიდი თუ პატარა საჩუქრებზე, ზეიმსა და მოსალოდნელ დღესასწაულზე ფიქრობს.არაფერია იმაზე სახალისო, როდესაც ოჯახი საახალწლო ნაძვის ხეს, მოსართავებსა და აქსესუარებს ამოალაგებს. წელიწადის ეს დრო ნამდვილად ჯადოსნურია და კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის დეკორაციები.არსებობს განსაკუთრებული საშობაო ნივთებიც, რომელიც ძალიან ძვირფასია. თუმცა, თუ თვალს გადაავლებთ სტატიაში წარმოდგენილ უნიკალურ ნაკეთობებს, შესაძლოა, ეს თქვენი შთაგონების წყაროც გახდეს და საკუთარი ხელით დამზადებული, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული აქსესუარის ასლის საყვარელი ადამიანისთვის ჩუქება, ნამდვილად შეუდარებელი იქნება.წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირად ღირებულ საშობაო დეკორაციას:სვაროვსკის საშობაო ნაკრებიბერგდორ გუდმენის მიერ შექმნილი საშობაო დეკორაცია 3 000 ევროდ გაიყიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხელით გამოკვეთილი ფიგურები ოქროთი იყო მოხატული და მთლიანად სვაროვსკის კრისტალები ამშვენებდა.პირველი საშობაო ბარათი2001 წელს ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო ბარათი აუქციონზე 24 000 ევროზე მეტად გაიყიდა. ის ითვლება არა მხოლოდ ყველაზე ძვირად ღირებულ ბარათად, არამედ მსოფლიოში პირველ საშობაო ბარათად.1843 წელს, ბარათის დიზაინი ხელით მოხატა ჯონ კალკოტ ჰორსლიმ. იმ დროისთვის მხოლოდ 1000 საფოსტო ბარათი დაიბეჭდა და გაიყიდა, მაგრამ დღეს მხოლოდ 12 მათგანია შემორჩენილი.ნაძვის ხის სათამაშოყველაზე ძვირად ღირებული საშობაო ბალი 2009 წელს 92 000 ევროდ გაიყიდა. ის ბრიტანელმა იუველირმა დაამზადა და შედგებოდა 18-კარატიანი ოქროსა და 1500-ზე მეტი ბრილიანტისგან.მის შექმნას ერთი წელი დასჭირდა.Diamond Advent გვირგვინილონდონელმა ფლორისტმა შექმნა ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო გვირგვინი, რომელიც გაიყიდა 3.2 მილიონ ევროდ.გვირგვინი მორთული იყო 16 ლალით და 32 ბრილიანტით.8 მილიონი ევროს ღირებულების ნაძვის ხე2010 წელს, აბუ დაბის სასტუმრომ დაამყარა რეკორდი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო დეკორაციის შესაქმნელად.ფოიეში დადგმული დიდი ნაძვის ხე თითქმის 8 მილიონი ევროს დეკორაციებს მოიცავდა, რის გამოც ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს.13 ფუტის სიმაღლის ხელოვნური ხე მორთული იყო ოქროსა და ვერცხლის მშვილდებით და საოცრად ძვირფასი აქსესუარებით.წყარო: atawiki.com
1735552427
რა ემუქრებათ მიგრანტებს რუსეთში 2025 წლიდან - გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის 12 კანონი1-ელი იანვრიდან რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებით, უვიზოდ ყოფნის ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 90 დღემდე მცირდება. ამის შესახებ არალეგალ მიგრანტთა გასახლების მექანიზმების დანერგვისა და იმ კონტროლირებად პირთა რეესტრის შექმნის კანონში წერია, რომლებსაც რუსეთში ყოფნა ეკრძალებათ.კანონი სახელმწიფო სათათბირომ ივლისში მიიღო. კანონის დანარჩენი დებულებები ოფიციალური გამოქვეყნებიდან 180 დღეში, ანუ 2025 წლის თებერვლის დასაწყისში შევა ძალში.კანონი პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას, უცხოელები ქვეყნიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გააძევოს. ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც შეიძლება, იყოს.კანონი, ასევე, რუსეთიდან გასახლების ახალ საკანონმდებლო რეჟიმს აწესებს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე ვრცელდება, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. რეესტრში მოხვედრილ პირებს, მაგალითად, იურიდიულ და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, ქორწინება, ქონების შეძენა-რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა და მართვის მოწმობების შეცვლა ეკრძალებათ.რუსეთმა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარე წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმა მოხდა.მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფისთვის სულ 12 კანონი იქნა მიღებული. ესენია: არალეგალ მიგრანტთა გასახლების მექანიზმების დანერგვა და კონტროლირებად პირთა რეესტრის შექმნა, რომლებსაც რუსეთში ყოფნა ეკრძალებათ მიგრანტებისთვის SIM-ბარათების რაოდენობის შეზღუდვა და საკომუნიკაციო ხელშეკრულებების გაფორმების წესების გამკაცრება, სავალდებულო ბიომეტრიის ჩათვლით ბრძოლა ფიქტიური ქორწინებისა და ფიქტიური შვილად აყვანის წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამხედრო რეგისტრაციის დარღვევისთვის სამთავრობო ექსპერიმენტების ჩატარება რეგიონებთან ერთად შესვლის/გასვლის წესების შესახებ არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის ქონების ჩამორთმევა ორგანიზებული მიგრაციისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის ჯარიმების გაზრდა არალეგალური მიგრაციის ორგანიზება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიცირებულ ქმედებად განისაზღვრა სანქციების გამკაცრება ყალბი დოკუმენტების გაყალბების ან ბრუნვისთვის, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიქტიურ რეგისტრაციასთან და აღრიცხვაზე აყვანის დანაშაულებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად იქნა აღიარებული დაწესდა სრული აკრძალვა შუამავალი ორგანიზაციებისთვის გამოცდებში მიგრანტთა მონაწილეობის მისაღებად მიგრაციის სფეროში არალეგალური სერვისების მიწოდების შემცველი ინტერნეტ- რესურსები სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაიბლოკება რუსეთში მიგრაციულმა ნაკადმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, რამაც, ეკონომისტების შეფასებით, ქვეყანაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის ძირითად სექტორებში შესაძლოა, მუშახელის დეფიციტი გაზარდოს. შედეგად მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდება.