კაკაოს ფასი მკვეთრად შემცირდა

კაკაო

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე კაკაოს ფასი მკვეთრად არის შემცირებული. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, კორექციის მაჩვენებელი 42%-ს აღწევს, ხოლო ბოლო ერთ თვეში ვარდნა 11%-ია.

კაკაოს გაიაფება მსოფლიოს მასშტაბით მოსავლიანობის გაუმჯობესებით და მიწოდების ჯაჭვის აღდგენით არის განპირობებული. გარდა ამისა, არ გამართლდა ნეგატიური მოლოდინები კაკაოს მწარმოებელ ქვეყნებში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც ფასის შემცირებას იწვევს.

თუკი ამჟამინდელ საბაზრო დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ წლის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კაკაოს ფასი თითქმის განახევრებულია და ის ამჟამად 2024 წლის თებერვლის ნიშნულზეა.