1759310592
თეთრი სახლი - დემოკრატებმა მთავრობა დახურეს

თეთრი სახლი მთავრობის მუშაობის შეჩერებაში, ე.წ. „შათდაუნში“ „დემოკრატებს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამერიკელები არ ეთანხმებიან „დემოკრატების“ ქმედებებს.
„დემოკრატებმა მთავრობა დახურეს. ამერიკელები არ ეთანხმებიან „დემოკრატების“ ქმედებებს“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობა დაიხურა მას შემდეგ, რაც სენატორები ვერ შეთანხმდნენ მომავალი ფისკალური წლის დაფინანსების კანონპროექტზე. ე.წ. „შათდაუნის“ გამო, სავარაუდოდ, ასობით ათასი ფედერალური თანამშრომელი ანაზღაურების გარეშე დარჩება და ბევრი სამთავრობო პროგრამა და მომსახურება შეჩერდება.
1759401872
კაკაოს ფასი მკვეთრად შემცირდასაერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე კაკაოს ფასი მკვეთრად არის შემცირებული. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, კორექციის მაჩვენებელი 42%-ს აღწევს, ხოლო ბოლო ერთ თვეში ვარდნა 11%-ია.კაკაოს გაიაფება მსოფლიოს მასშტაბით მოსავლიანობის გაუმჯობესებით და მიწოდების ჯაჭვის აღდგენით არის განპირობებული. გარდა ამისა, არ გამართლდა ნეგატიური მოლოდინები კაკაოს მწარმოებელ ქვეყნებში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც ფასის შემცირებას იწვევს.თუკი ამჟამინდელ საბაზრო დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ წლის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კაკაოს ფასი თითქმის განახევრებულია და ის ამჟამად 2024 წლის თებერვლის ნიშნულზეა.
1759383464
2 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +14, +19°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°, ზოგან +15°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13°, დღისით +17°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +15°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. სამხრეთ/აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. სამხრეთ/აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +14°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +18°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24 ღამით +14°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +5°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +7°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +11°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.საგარეჯო -როგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +10°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +10°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.
1759237009
2026 წელს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება - ბიუჯეტის პროექტიმომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე 49.681 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, - ამის შესახებ ირკვევა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან.უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, 2026 წლისთვის დაგეგმილია 10 მილიონი ლარის დახარჯვა, 2027 წელს - 10.515 მილიონი ლარის, 2028 წელს - 14.583 მილიონი ლარის, ხოლო 2029 წელს 14.583 მილიონი ლარია გათვალისწინებული.ამასთან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში წერია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელოვნური ინტელექტის კვლევითი/კომპეტენციის ცენტრის გახსნას გეგმავს.„აღნიშნული ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტდება შესაბამისი ექსპერტიზის მქონე სამუშაო ჯგუფით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციების განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორის პროდუქტიულობის ზრდას, ახალი მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა-განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.კვლევითი/კომპეტენციის ცენტრის ცენტრი შესთავაზებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს/ორგანიზაციებს ზემოაღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კვლევის ჩატარებას და ასევე, სხვადასხვა ტიპის სერვისებს, როგორიცაა: კოლაბორაციული კვლევები, ტესტირება და ვალიდაცია, კონცეფციის გამოცდა, ბიზნეს კონსულტაცია, ტრენინგები და სხვა. პროგრამა ასევე მოიაზრებს საქართველოში და საზღვარგარეთ პოტენციური ინდუსტრიულ და სამეცნიერო პარტნიორებისთვის თანამშრომლობის შეთავაზებას“, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.
1759228843
ჯონ ლენონის ცნობილი სათვალე აუქციონზე გაიყიდებაბითლზების ფანატიკოსებს შანსი მიეცათ სამყარო ჯონ ლენონის პერსპექტივიდან დაინახონ. იკონური ვინდსორის სტილის მზის სათვალე, ე.წ. “ლენონები” ონლაინ აუქციონზე მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიყიდება.Propstore-ის სააუქციონო სახლის მიერ სათვალის შემოთავაზებული სავარაუდო ფასი 300,000 ფუნტი სტერლინგია.ჯონ ლენონს სათვალე 1973-74 წლებში ეკეთა; ამ პერიოდს მოგვიანებით ლენონმა “დაკარგული შაბათ-კვირა” უწოდა, როდესაც იგი ხშირად სვამდა და იოკო ონოს იყო დაშორებული.მონათხრობის თანახმად, სათვალე ლენონმა 1974 წელს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ბარ Troubadour Club-ში, ჩხუბისას დაკარგა.სათვალემ მფლობელი ორჯერ გამოიცვალა. პირველად Sotheby’s-ის აუქციონზე 1978 წელს გაიყიდა, სათვალის სავარაუდო ფასი 4000 აშშ დოლარი იყო, თუმცა საბოლოო ფასი არ გასაჯაროებულა. მეორედ კი უკვე Christie’s-ის სააუქციონო სახლის მიერ 2008 წელს 78 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.ჯონ ლენონის ყველაზე ძვირად ღირებული სათვალე კი 2019 წელს გაყიდული წყვილია, რომელიც მან 1968 წელს მანქანის უკანა სავარძელზე დატოვა. Sotheby’s-ის აუქციონზე სათვალე 184 000 აშშ დოლარად გაიყიდა.bm.ge
1759211061
30 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით +4, +9°, დღისით +9, +14°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +14°.სოხუმი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.გაგრა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20° ღამით +14°.ოჩამჩირე - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +15°.ბათუმი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +16°.ქობულეთი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ფოთი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ხულო - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +9°.ქუთაისი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +15°.ჭიათურა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +13°.ამბროლაური- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.ცაგერი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.ონი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +10°.მესტია- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +5°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +4°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +11°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.